-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი
დავითიანი აკაკი (26. VI. 1924, სოფ. ლახამულა, მესტიის რაიონი — 15. III. 1980), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1947). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ენიმკის ინს-ტის ქართველურ ენათა განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1947-1948). იყო მასწავლებელი მესტიის რაიონსა და თბილ. სკოლებში (1948-1954). მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედ. ინს-ტის ქართ. ენის კათედრის უფ. მასწავლებლად (1954-1956). იყო საქართვ. ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1955-1960). სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ქართ. ენის კათედრაზე (1960-დან). დ. ა. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971). მისი გამოკვლევები ეხება ქართ. ენის სტრუქტურისა და სკოლაში მისი სწავლების მეთოდიკის საკითხებს, მაგ., მან შეადგინა „ქართული ენის სწავლების მეთოდიკა“ (1958), „პრაქტიკული ვარჯიშობა ქართულ ენაში“ (1977), „ქართული ენის სინტაქსი“ (1973). იგი ავტორია ან თანაავტორია სხვადასხვა სახელმძღვანელოსი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართ. ენის სინტაქსის საკითხების კვლევაში.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): დავითიანი, ა. (1958). არაქართულ სკოლებში ქართული ენის სწავლების ზოგიერთი საკითხი. ცოდნა; დავითიანი, ა. (1988). ქართული ენა: საქ. სსრ აზერბაიჯ. სკოლის მე-7 კლ. სახელმძღვ. (თანაავტორი). განათლება.