-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი პედაგოგი პოლიტოლოგი
დავითაშვილი ზურაბ ვახტანგის ძე (24.VII.1953, ქ. თელავი), პოლიტოლოგი და გეოგრაფი, პროფ. (2004), პოლიტიკის მეცნ. დოქტორი (2003), გეოგრაფიის მეცნ. კანდ. (1982). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონ. და პოლიტ. გეოგრაფიის სპეციალობით (1976); სოციალურ-ეკონ. გეოგრაფიის კათედრის ასპირანტურა (1979). თსუ-ის საზ. პროფესიათა ფაკ-ტი საერთაშ. ურთიერთობების ისტ. სპეციალობით (1978). იყო თსუ-ის სოციალურ-ეკონ. გეოგრაფიის კათედრის მოწვეული მასწავლებელი, ასისტენტი, დოცენტი (1979-1991). თსუ-ის საერთაშ. ურთიერთობების კათედრის დოცენტი, პროფესორი და კათედრის გამგე (1991-2006). სოციალურ-პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის საერთაშ. ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვ. (2006-2021), საერთაშ. ურთიერთობების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების (1998-2021) და საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვ.(2021). თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2006-2014). სხვადასხვა წლებში ლექციებს კითხულობდა გორისა და თელავის პედ. ინ-ტებში, საქართვ. კავკ. და ილიას უნ-ტებში. ხანგრძლივვადიანი სასწ.–სამეცნ. სტაჟირებები გაიარა რაბათის (მაროკო), მოსკოვის ლომონოსოვის სახ., ჯონს ჰოპკინსისა და ტაფტის უნ-ტებში (აშშ). შეთავსებით მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიაში: ეროვნებათშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის ეთნოსოციოლ. განყ-ბის უფრ. მეცნ.-თანამშრომლად, პოლიტოლოგიის ინ-ტის გეოპოლიტიკის განყ-ბის ხელმძღვანელად (1987-2004). იყო საქართვ. პარლამენტის წევრი (2004-2008); საქართვ. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი (2008-2009), საქართვ. საზ. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი (2009-2015). დ.ზ.–ს სამეცნ. ინტერესების სფეროა საერთაშ. ურთიერთობების თეორია და ისტ., გეოპოლიტიკა, ნაციონალიზმი და ეთნოსოციოლოგია, გლობალიზაცია და გლობალური პრობლემები, ისტ., პოლიტ. და ეთნიკური გეოგრაფია. არის 70-ზე მეტი სამეცნ. სტატიის, 2 მონოგრაფიის, უმაღლ. სკოლის 2 და საშ. სკოლის 5 სახელმძღვანელოს ავტორი.
თხზ.: დავითაშვილი, ზ. (2003).ნაციონალიზმი და გლობალიზაცია. თბ., მეცნიერება; დავითაშვილი, ზ. (თანაავტორი). (2012, 2022). საშუალო სკოლის VII-XI კლასების გეოგრაფიის სახელმძღვანელოები. თბ., კლიო, მერიდიანი; Davitashvili, Z., Bondyrev, I., Singh, V. (2015). The Geography of Georgia: Problems and Perspectives. Springer Heidelb erg, New York, London; Davitashvili, Z. (2015). Is Georgia’s Integration into the West Possible? (Factor of Civilization Difference). Space, Society, Politics.. №2. Tbilisi. P.80-89; დავითაშვილი ზ. ქართული ნაციონალიზმი საბჭოთა პერიოდში. (2018). სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა 3 თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი გვ. 42-70; Davitashvili, Z., Salukvadze, I. (2020). New Shifts in Georgian Geography. in: Georgia: From Autocracy To Democracy. University of Toronto Press; Davitashvili, Z. (2022). Abkhazian and Ossetian Nationalism as the Basis of Separatism. In Environment and Society. Vol.6 N6. P.26-54; Davitashvili, Z. (2022). Nationalism as an Obstacle to Conflict Resolution and Peace Building Processes in Georgia. In The Caucasus and the World. International Scientific Journal. N26. Tbilisi; დავითაშვილი, ზ. (2022). გეოგრაფიული გარემოს როლი ეთნოგენეზისსა და ეთნიკურ ისტორიაში. საქართვ. გეოგრაფიული საზ–ების შრომები. ახალი სერია III (XXI) თბ. გვ. 84-93; დავითაშვილი, ზ. (2023). მსოფლიოს ისტორიული პოლიტიკური გეოგრაფია. თბ., უნ–ტის გამ–ბა; დავითაშვილი, ზ. (2023). საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია: მოსახლეობის ხედვა ეთნიკურ ჭრილში. Environment and Society. Vol.9 N9. P.13-50; დავითაშვილი, ზ. (2025). გლობალიზაცია და გლობალური პრობლემები. თბ., უნ–ტის გამ–ბა.