დავითაშვილი თინათინ  დავითის ასული
დავითაშვილი თინათინ დავითის ასული

დავითშვილი თინათინ დავითის ასული (12.IX.1960), მათემატიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი გამოთვლითი მათ. მიმართულებით (2002). დაამთავრა თსუ-ის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტი, წარჩინებით (1977-1982) და თსუ-ის ასპირანტურა (1982-1985). სხვადასხვა დროს იყო: თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის რიცხვითი ანალიზის განყ-ების უფრ. ლაბორანტის, მეცნიერ-თანამშრომელი და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, სოხუმის სახელმწ. უნ-ტის; კავკასიის უნ-ტის; საპატრიარქოს ქართ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი; თსუ-ის  გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ტის მათ. მოდელირების კათედრის დოცენტი (1982-2006). არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის რიცხვითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-დღ), საქართვ. სან დიეგოს სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (2016-დღემდე),  საქართვ. მათემატიკოსთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი (2013-დღემდე).  მისი სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს მათ. და კომპიუტერულ მოდელირებას, რიცხვით მეთოდებს, სხვაობიან სქემებს, არალოკალურ ამოცანებს, პარალელურ ალგორითმებს და სხვა. იგი ავტორია 60-მდე სამეცნ. ნაშრომისა. მათ შორის არის 4 სახელმძღვანელო, 1 თარგმანი რიცხვით მეთოდებში, ალგორითმების თეორიასა და პროგრამირებაში. იგი მრავალი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე და თანაორგანიზატორია; მონაწილეობდა რამოდენიმე საერთაშ. პროექტში.