დავითაშვილი ლალი ალექსანდრეს ასული
დავითაშვილი ლალი ალექსანდრეს ასული

დავითაშვილი ლალი ალექსანდრეს ასული (20.VI.1953, სიღნაღის რ-ნი სოფ. მაღარო), დაამთარა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი  (1980), ფიზიკოსი; მუშაობს საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში (1988-დან). იყო მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1993-2004), შემდეგ კი უფრ. ლაბორანტი (2006-2018);  მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის  ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2019). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში:,,ენგურის თაღოვანი კაშხლის მარჯვენა ფრთის ქვეშ გამავალ რღვევაზე დაშენებული უკუმშველობისა და კაშხლის მე–12 სექციაში მუდმივ რეჟიმში მომუშავე დახრისზომითი სადგურების მონაცემების ერთობლივი ანალიზი” (ენერგია №2 (78), 2016); ,,Long-Term Strain Dynamics of the Fault Crossing the Engury Dam Foundation“ (მოამბე, ტ. 18, №4, 2024); ,,ორკორდინატიანი ფარდობითი მოძრაობის  ლაზერული ხელსაწყოს შემუშავება და გამოცდა  ლაბორატორიულ პირობებში“ (მ.ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის შრომები, 2025); ,,The Results  of Fifty Years Monitoring of the Strain Dynamics of the Fault Grossing the  Large  Engury Dam  Foundation“ (Modern problems in Geophysics, 2025).