დავითაია ეთერ ფილიპეს ასული (29. VIII. 1951, აბაშა), გეოგრაფი, გეოგრ. აკად. დოქტორი (1991), თსუ-ის გეოგრ. დეპარტ. გარემოს დაცვისა და ნიადაგური რესურსების მიმართულების ასოცირებული პროფ. (2006-2012). ამჟამად თსუ-ის ბუნებათსარგებლობის გეოგრ. კათედრის ასისტენტ-პროფ. (2012-დან). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (1972), ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (სპეციალიზაცია „ლანდშატების გეოფიზიკა და გეოქიმია“). გაიარა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის ასპირანტურის სრული კურსი, სპეც. „ფიზიკური გეოგრაფია” (1984-1900). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში უმცროს, შემდგომ უფროს მეცნ. - თანამშრომლად (1974-2005). დ. ე. შეთავსებით, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ის სოხუმის ფილიალში (1999-2005) და საერთაშ. საერო სკოლა „ათინათში“, გეოგრაფიის კათედრის გამგე-მასწავლებელად (IV-XI კლასები)-1998-2005 წწ. დ. ე.-მა დისერტაცია დაიცვა თემაზე „ტექნოგენური ლანდშაფტები, მათი აღდგენა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა (საქართვ. მაგალითზე)“ და მიენიჭა გეოგრ. მეცნ. კანდიდატის ხარისხი. დისერტაციაში, ტექნოგენური ლანდშაფტების კვლევის მრავალფაქტორული რეგრესიული ანალიზის მეთოდით, პირველად საქართველოში, გარემოს ლანდშაფტურ-ეკოლოგიური შეფასების მიზნით, შემუშავებულ იქნა ტექნოგენური ლანდშაფტების აღდგენის (რეკულტივაციის) დროის ხანგრძლივობის შეფასების მეთოდოლოგია, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა საკმაოდ მაღალი სიზუსტის დასკვნების გაკეთება სამთო ობიექტის ეკოლ. ვარგისიანობისა და გარემოს ოპტიმიზაციის შესახებ. თსუ-ში კითხულობს ლექციებს და მიჰყავს სასწავლო კურსები: ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია, ლანდშაფტმცოდნეობა, მთის ლანდშაფტები (ბაკალავრიატი); ანთროპოგენური ლანდშაფტები, გარემოს მდგომარეობის ფიზ.-გეოგრ. შეფასება, ბუნებრივი პროცესების მართვა-რეგულირება და რისკ-ფაქტორები, გარემოს მონიტორინგი (მაგისტრატურა). დ. ე. წლების განმავლობაში იყო გეოგრ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს სწავლული მდივანი, თსუ-ის სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვ., მაგისტრანტთა მისაღები გამოცდებისა და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის წევრი, გეოგრ. დეპ-ტის აკად. თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული საკონკურსო და სააპელაციო კომისიების წევრი, ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღ. რეცენზენტი გეოგრ. მიმართულებით (2022-2024). დ. ე.-ის სამეცნ. კვლევის ინტერესებია: ლანდშაფტების ანთროპოგენური მოდიფიკაციების ფუნქციონირებისა და ოპტიმ. პრობლემები, სამედ.-გეოგრ. პრობლემები, საქართვ. აგროკულტურების ოპტიმ. განლაგების განმსაზღვრელი ფიზ.-გეოგრ. ფაქტორების ანალიზი და სინთეზი, ლანდშაფტების ენერგეტიკა და სხვ. ამ მიმართულებით გამოცემული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი (სტატიები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები) ადგილ. და უცხოურ გამოცემებში.
თხზ.: Seperteladze, Z.; Davitaia, E.; Kikvadze, T. (2007), ISSN Online: 2328-5982, ISSN Print: 2328-5974; Natural Anthropogenic Mining; დავითაია, ე. ,ზ. სეფერთელაძე. (2009). ანთროპოგენური ლანდშაფტები . უნ-ტის გამ-ბა, ISBN:9789941130908; დავითაია, ე. (თანაავტორი). (2011). ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941131943; დავითაია, ე., სეფერთელაძე, ზ. (2014). ლანდშაფტმცოდნეობა და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები. გამომც. მერიდიანი. ISBN 9789941108334; დავითაია, ე. (თანაავტორი). (2014). ზოგად-გეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133169.; Seperteladze, Z.; Davitaia, E.; Memarne, G.; Khalvashi, N.; Gaprindashvili, George (2015). Assessment of Agri-Resource Potential of West Georgia and Landscape Zoning for Dissemination Actinidia. American Journal of Environmental Protection. Earth Sciences. Modern Problems of Geography and Anthropology. vol. 4., Issue 5-1, pp.104-107; Complexes and the Problems of their Optimization. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 175, no 3, pp. 64-66, ISSN -0132-1447. Seperteladze, Z.; Davitaia, E.; Kikvadze, T.; Gaprindashvili, G.; Aleksidze, T.; Rukhadze, N. (2023). Natural Environment and Landscape Energy of Western Georgia. Natural Resources Vol. 14, No 1, ISSN Print: 2158-706X, ISSN Online: 2158-7086;
ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.