-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი მათემატიკოსი
დავითაია ანზორ ალექსანდრეს ძე (27.II.1938. ფოთი-20.III.1997). დაამთავრა თსუ-ის მექ.-მათ. ფაკ-ტი (1959-1965). მოსკოვის სამეცნ.-კვლ. ჰიდრომეტცენტრის ასპირანტურა (1966-1969), იქვე, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1976). მუშაობდა ამიერკ.ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად, თსუ-ში საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტზე. ეკონ. ინფორმატიკისა და კიბერნეტიკის კათედრის დოცენტიად (1969-1991). საქართვ. მეც. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში დაიცვა სადოქტორო (1995) და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი, შემდეგ პროფესორის (1996). დ. ა. აირჩიეს საქართვ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსად (1996), სადაც იგი ხელმძღვანელობდა მიმართულებას „ეკოლოგია და ეკონომიკა“. ავტორია 30-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა მეტეოროლოგიის, ეკონ. და ეკოლოგიის სფეროში, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის სამეცნ. შრომებში.
თხზ.: დავითაია, ა. (1991). ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელებისა და მეთოდების გამოყენება ვაჭრობაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 5511004790.