-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი პოეტი აღმოსავლეთმცოდნე
დავიდ იცხაკი, დავითაშვილი ისაკ ხაიმის ძე ( יצחק דוד), (12.I. 1946, თბილისი), ებრ. ისტორიკოსი, პოეტი, საზ. მოღვაწე. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. უცხოელი წევრი (1996), საქართვ. საპატიო მოქალაქე (1999). დ. ი. სკოლის დამთავრების შემდეგ (1963), ჩაირიცხა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე სემიტოლოგიის განხრით-არაბ. სპეციალიზაციით (1964-1969). სამეცნ. მუშაობას იგი სტუდენტობიდანვე შეუდგა, კერძოდ, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე კითხულობდა სპეცკურსს არაბულ ენაში (1967-1968); თსუ-ის დამთავრების შემდეგ დ. ი. იწყებს მუშაობას ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრ. ინ-ტში მეცნიერ-მუშაკად (1968 ). მოგვიანებით კი ხელმძღვ. ამ ინ-ტთან არსებულ უცხო ენათა სექტორს (1969); დ. ი. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში და აქტიურად ჩაება ქვეყნის საზ.-პოლიტ. ცხოვრებაში (1972); 11 წელის განმავლობაში იყო ისრაელის მთავრობის სპეც. მრჩეველი კულტ. და მეცნ. დარგში. მისი ინიციატივით თელ-ავივში დაარსდა ბ. გაპონოვის სახ. ქართველოლოგიის კომიტეტი (1972), შემდეგში „ისრაელის ბ. გაპონოვის სახ. კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრი“. დ. ი. გახლდათ ცენტრის დამფუძნებელი და თავ-რე; მისი უშუალო ხელმძღვ. მოეწყო ამ ცენტრისა და კავკ. წასულ ებრ. გაერთიანების სამეცნ.-კვლ. ექსპედიცია, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში (1975–1976). მან ჩამოაყალიბა პოლიტ. ორგანიზაცია - „ისრაელის ეროვნ. მოძრაობა“. იყო პარტია "ხერუთის" სარეპატრიაციო სექტორის უფროსი, ხოლო შემდეგ მთავრობის მეთაურის იცხაკ შამირის მრჩეველი (1983-1992). დ. ი. იერუსალიმის ებრ, უნ-ტში კითხულობდა სპეც. კურსს კავკ. და ქართ. ენაში (1973-1974); მოგვიანებით თელ-ავივის, შემდეგ კი იერუსალიმის უნ-ტებში მუშაობდა საქართვ. ებრ. ისტორიაზე (1974-1977 ). დ. ი. არის ისრაელში დაარსებული საქართვ. წასულ ებრ. მწერალთა კავშირის აქტ. წევრი. შექმნილი აქვს პოეზიის, ესეისტიკისა და პროზაული ნაწარმოებები; წერს ლექსებს ქართ., რუს., ინგლ., ესპანურ, არაბ., ებრ. ენებზე. დ. ი. სამეცნ. კვლევების მთავარი თემაა: ქართ.-ებრ. და საქართვ.-პალესტინის ურთიერთობები, მცირე აზიისა და კავკ. ებრ. ისტ. შესწავლა–გაშუქება; ამ თემას მიუძღვნა მან თავისი შრომები-,,სიონიზმის მაუწყებელნი საქართველოში“ ( ტ. 1–2, 1976-1978,); "ქართული პალესტინიანა" (ტ. 1-2, ქართ. ენაზე, 1976-1982); "კავკასიელ ებრაელთა ისტორია პალესტინაში"(1982, ებრ. ენაზე); ,,ლანდები“ (თელ-ავივი 1985); ,,ზამთრის ყვავილები“ (თელ-ავივი, 1988); ,,ლამაზი ქრისტიანი გოგო უფლის საფლავთან“ (პოემა) ( თელ-ავივი, 1999). დ. ი.-მა ებრ. ქართ. თარგმნა და კომენტარები დაურთო XIX ს-ის II ნახევრის ებრ. მოღვაწის იეჰუდა ჰალევი ჩორნის თხზ. „მოგზაურობა საქართველოში". შეისწავლა ევრ. მოგზაურების (ამბროჯო კონტარინი, იოსაფატ ბარბარო, ნიკოლას ვიტსენი, ოლფერტ დაპერი) ცნობები და ჩანაწერები საქართვ.; მას აქვს არაერთი ნაშრომი ენათმეცნიერების, ძველი ებრ. ფილოს., ესპანურ-არაბ., ესპანურ-ებრ. პოეზიის შესახებ. დ. ი. მოყოლებული არაერთხელ იმყოფებოდა საქართვ., ისრაელის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად (1989-დან). იგი აირჩიეს საქართვ. მეცნ. აკად. უცხოელ წევრად (1996 ); მას საქართვ. საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა (1999 წლის). ამჟამად ცხოვრობს აშშ–ში. დ. ი. გამოდიოდა და გამოდის ლექციებითა და მოხსენებებით ინგლისის, აშშ-ს, რუსეთის, კავკასიის, შუა აზიის, იტალიის, ესპანეთის, ტაილანდის, ავსტრალიის, იაპონიის უნ-ტებში და სააკადემიო კათედრებზე მოწვეული პროფესორის სტატუსით.
თხზ.: დავითაშვილი დ. (1976). სიონიზმის მაუწყებელნი საქართველოში. თელ-ავივი; დავითაშვილი, დ. (1978-1980). ნაწერები: ტ. 1–2. თელ-ავივი, იერუსალიმი; დავითაშვილი, დ. (1985). ლანდები, თელ-ავივი; დავითაშვილი, დ. (1988). ზამთრის ყვავილები. თელ-ავივი; დავითაშვილი, დ. (1993). ლამაზი ქრისტიანი გოგო უფლის საფლავთან (პოემა), თელ-ავივი.
ლიტ.: შარაძე გ. (1991). უცხოეთის ცის ქვეშ: წგ. 1, თბ.; ციციაშვილი ა. (2012). დავიდ იცხაკი. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 2. თბ., გვ. 260; ნათლიაშვილი-კვინიკაძე, ნ. (2020). იცხაკ დავიდი - ქართველი ერის სიამაყე: ინტერვიუ. კულტურის თეორიისა და თეორიის საკითხები. N34, გვ. 181-185.