დაუშვილი ალექსანდრე გიორგის ძე
დაუშვილი ალექსანდრე გიორგის ძე

დაუშვილი ალექსანდრე გიორგის ძე (25.II.1952,  თბილისი). ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. კანდ. (1984), ისტ. მეცნ. დოქტორი(1999); დაამთავრა თბილ. სახ. უნ-ტის ისტ. ფაკ-ტი (1974). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტ. არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში ლაბორანტად, უმცროს, შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1975-დან). იყო ამავე ინ-ტის სწავლული მდივანი (1997), ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის დირექტორის მოადგილე (2006-მდე). ამჟამად არის ამავე ინ-ტის ახ. და უახლესი ისტორიის განყ-ბის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი. დ. ა. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის და პროექტის ავტორი და მონაწილე. მისი ძირითადი შრომები ეხება საქართვ. უახლესი ისტორიის საკითხებს. დაჯილდოებულია საქართვ. ეროვნ. პრემიით კოლექტიური მონოგრაფიისათვის „კავკასიის ისტორია“ (2026).   

თხზ. დაუშვილი, ა. (2020). კოლმეურნეობა საქართველოში. თბ., მწიგნობარი, ISBN  9789941823565; დაუშვილი, ა. (20202025,). კოლმეურნეობა საქართველოში: წ.1-2. თბ., მწიგნობარი. წ.1 ISBN  9789941823565, წ.2 ISBN 9789941523533; დაუშვილი, ა. (2021). საქართველოს II რესპუბლიკა. თბ.,  მწიგნობარი, ISBN  9789941498329; დაუშვილი, ა. (თანაავტორი). (2023). კავკასიის ისტორია: ტ.2. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941504259;  დაუშვილი ა. (2024). I მსოფლიო ომი და ქართული საზოგადოებრიობა. თბ., მწიგნობარი, ISBN 9789941514623.