დათუნაშვილი ლინა  ერმალოზის  ასული
დათუნაშვილი ლინა ერმალოზის ასული

დათუნაშვილი ლინა  ერმალოზის  ასული (07.IV.1941, საჩხერე), ეკონომისტი. დაამთავრა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ-ტი  (1958-1963), საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ–ტის ასპირანტურა (1969-1972), ეკონომიკურ მეცნ. კანდიდატი (1986), საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ–ტის აგრ. ეკონომიკის განყ-ებაში საბაზრო ურთიერთობების კვლევის ლაბორ. ხელმძღვ. (1995- 2001), საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი(1980-1995), პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ-ტის მეცნიერ-მდივანი (2002-2016). სამეცნ. საბჭოს სამეცნ. მდივანი (2007- 2015), საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „ეკონომისტის“ სამეცნ.-სარედაქციო საბჭოს წევრი  (2000-2025). ნაყოფიერი სამეცნ. მუშაობისთვის დაჯილდოვდა საპატიო მედლით (2002).

თხზ.: დათუნაშვილი, ლ. (2004). მეაბრეშუმეობის ეკონომიკის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების ღონისძიებები საქართველოში:[მონოგრაფია]. თბ., გამომც. უნივერსალი; დათუნაშვილი, ლ. (2008). გრარული სფეროს განვითარების რეგიონული თავისებურებები საქართველოში. პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ-ტის სამეცნ. შრომების კრებ. თბ.; დათუნაშვილი, ლ. (2009). გლობალიზაციის პირობებში ინვესტიციების დაბანდების შესაძლებლობები საქართველოში. ეკონომისტი, №5 გვ. 58-62. თბ.; დათუნაშვილი, ლ. (2022). გლობალური სასურსათო უსაფრთოება და მისი ეროვნულ სასურსათო უსაფრთხოებაზე გავლენის თეორიული საკითხები. სამეცნ. შრომების კრებული = Proceedings of scientific works. N 15. გვ. 239-254. თბ., უნ–ტის გამ–ბა.