-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
დათუკიშვილი ვალერიან იოსების ძე (15. VI. 1922, სოფ. არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი-21.V.2011, თბილისი). ეკონომისტი, მეცნიერი, მეორე სამამულო ომის მონაწილე. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1946). დ. ვ. იყო საქართვ. ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინ-ტის (1953-1960), შემდეგ კი საქართვ. პოლიტექნ. ინ-ტის პოლიტეკონომიის კათედრის ხელმძღვ.(1983-1991); იყო თსუ-ის ეკონ. ფაკ-ის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი (1960-1983); დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საბჭოთა საქართველოში მანქანათმშენებელი სამშენებლო მრეწველობის განვითარების საკითხები“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1968); შემდეგ პროფესორის (1970-დან); მუშაობდა მეცნ. აკადემიის პაატა გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტში მთ. მეცნიერ-თანამშრომლად; შემდეგ განყ-ების გამგედ (1991-2005). მისი სამეცნ. შრომები ეხება პოლიტეკონ. და მრეწველობის ეკონომიკის პრობლემებს: „საბაზრო ეკონომიკა: ვიმოქმედოთ გააზრებით: [საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გამო“ (საბაზრო ეკონომიკა, 1991, N1); „დროებით უმუშევრებს მივხედოთ“ (სოფლის ცხოვრება, 1993, N 71); „საბაზრო ეკონომიკის არსისა და მისი ჩამოყალიბების კანონზომიერების შესახებ“ (საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრობლემები საქართველოში, 2000, ტ.1). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).
თხზ.: დათუკიშვილი, ვ. (1964). მანქანათმშენებლობა სახალხო მეურნეობის ტექნიკური პროგრესის საფუძველია. თბ., საბჭ. საქართველო; დათუკიშვილი, ვ. (1966). ნარკვევები საქართველოს სსრ მანქანათსამშენებლო მრეწველობის განვითარების ისტორიიდან. თბ., საბჭ. საქართველო; დათუკიშვილი, ვ. (1972). სამრეწველო საწარმოების ეკონომიური ეფექტურობის ამაღლება სკკპ XXIV ყრილობის გადაწყვეტილებათა შუქზე. თბ.; დათუკიშვილი, ვ. (1983). წარმოების ინტენსიფიკაციის გზით. თბ., საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ.; დათუკიშვილი, ვ. (1983). საწარმოო დისციპლინის არსი და მისი განმტკიცების აუცილებლობა. თბ., საბჭ. საქართველო.
ლიტ.: ჯიბუტი მ. დათუკიშვილი ვალერიან იოსების ძე. საქართველი: ენციკლოპედია: ტ. 2. თბ., 2012, გვ. 296.