დათეშიძე რაჟდენ ყარამანის ძე
დათეშიძე რაჟდენ ყარამანის ძე

დათეშიძე რაჟდენ ყარამანის ძე (1879, ქუთაისი - 1926), ეკონომისტი, ფინანსისტი, მეწარმე, მეცენატი. სწავლობდა მიუნხენის ლუდის გამოხდის ტექნოლ. აკადემიაში (1902). მიიღო უმაღლ. ტექ. განათლება გერმანიაში. სხვადასხვა დროს იყო ქუთ. საურთიერთობო ბანკისა და  თბილ. ამიერკავკ. ბანკის დირექტორი. საქართველოში დაბრუნებისას (1909).

დ. რ.-ს მამისგან მემკვიდრეობით ერგო ქუთაისის ხე-ტყის სახერხი ქ-ნა, რომლითაც დასავლეთ საქართვ. ყველა ქალაქი მარაგდებოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი აქტიურად ჩაება საქველმოქმედებო საქმიანობაში. დ. რ. მხოლოდ მეწარმე როდი იყო ის როგორც პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება, ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა ქართ. კულტ. განვითრების საქმეში. მისი ქველმოქმედების შესახებ არაერთი ფაქტია ცნობილი:კერძოდ, ფინანსურად დაეხმარა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ თბ. ოპერის თეატრს გამოუყო, 25 000 ოქროს მან. და ფაქტობრივად თეატრი დახურვას გადაარჩინა (1918-1919); მისი მეშვეობით გამოიცა გ. ტაბიძის ლექსების ერთ-ერთი კრებ., პოეტს ჰონორარიც აუნაზღაურდა(1919);  კინომცოდნე კ. გოგოძის ცნობით ამ დიდ მეცენატს, თანამოზარეებთან ერთად ბანკში გაუხსნია კრედიტი სათანადო თანხის დაგროვებით. სწორედ ქუთაისელი მეცენატის, ხელშეწყობითა და დაფინანსებით მოხდა პირველი ქართ. მხატვრული ფილმის გადაღება; იგი ,,ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების” გამგეობაში იყო არჩეული (17.VI.1912). მან ამ საზ-ებას გადასცა ოჯახში შემონახული ოქროს და ვერცხლის მსხვილი ძველი მონეტები, XVII საუკუნით დათარიღებული „ვეფხისტყაოსანი“, იშვიათი სურათების კოლექცია და სხვადასხვა საუკუნის უნიკალური ხელნაწერები. მატერიალურ დახმარებას უწევდა გაჭირვებულ მწერლებს, პოეტებს, პუბლიცისტებს. იყო ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918) და ქველმოქმედი; ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყ-ების წევრი (1907); იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების ქუთაისის განყ-ების სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში (16.XI.1908). დატოვა სამშობლო რუსეთის მიერ საქართვ. ანექსიის დროს და საცხოვრებლად გადავიდა გემანიაში (1921). გარდაიცვალა საეჭვო ავარიით მიუნხენში (1926).

წყარო.: საქართვ. ეროვნ. ბიბლიოთეკა; საქართვ.  ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი -  471-1-16, გვ. 2ა.