-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი
დარსაველიძე ნონა სერგოს ასული
დარსაველიძე ნონა სერგოს ასული (1937–2004, ქვიშხეთი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, თსუ-ის ირან. ფილოლოგიის კათედრის პედაგოგი (1967). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ირან. ფილოლოგიის მიმართულებით (1961). თსუ-ში კითხულობდა სპარს. ენის კურსებს. დ. ნ.-ს ინტერესების სფეროა სპარსული ფილოლოგია, ლინგვისტიკა. მისი ნაშრომებია: „რამდენიმე შენიშვნა „ყისაჲე ამირ ჰამზას“ ქართული ვერსიის აღმოსავლური ლექსიკის შესახებ“ (1976); „შხამსაწინააღმდეგო ქვების აღმნიშვნელი ქართული ტერმინების წარმომავლობისათვის („შამორა“)“ (1977); „სამკურნალო საშუალება ნუშდარუს რაობისათვის“ (19788); „აღმოსავლური წარმოშობის სიტყვათა ომონიმიის რამოდენიმე შემთხვევა ქართულში: („ყისაჲე ამირ ჰამზას“ ქართული ვერსიის მიხედვით)“ (1984).