დარსაველიძე ივანე მიხეილის ძე
დარსაველიძე ივანე მიხეილის ძე

დარსაველიძე ივანე მიხეილის ძე (01.V.1985, ცხინვალი), ფიზიკოსი. დაამთავრა ცხინვალის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (2007); არის თსუ-ის გამოთვლითი ფიზიკის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელია (2007-დან); ასევე თსუ-ის გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორ. გამგე (2017-დან); დისერტაცია დაიცვა თსუ-ში თემაზე ’’პერიოდული სტრუქტურების ელექტროდინამიკური თვისებების შესწავლა ზოგიერთი კომპლექსური მასალების თვისებების მისაღწევად" და მიენიჭა ფიზიკის აკად. დოქტორის ხარისხი (2013) არის 60-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი; მათ შორის: “Study of Field Source Structures Described by Zonal Spherical Wave Functions” (Radioelectronics and Communications Systems, (2024), Vol. 67, № 11); “Study of Field Source Structures Described by Circular Cylinder Wave Functions” (Journal of Applied Electromagnetism (JAE), 2024, VOL. 26, No. 2);  “Linear Multipole Source for a Field Represented as a Linear  Combination of Circular Cylinder Wave Functions and Some of Its Applications” (XXX-th IEEE International Seminar/Workshop DIPED, 2025). არის მონოგრაფიის ავტორი. სამეცნ. ინტერესებია: პერიოდული მეტალო-დიელექტრიკული სტრუქტურების რეზონანსული თვისებები, რეაქტიული ელექტრომაგნიტური ველები, ოპტიმალური ანტენის სინთეზის ამოცანა, მონოპოლური სტრუქტურები. სამეცნ. მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული სასწ. პროცესში: დღემდე კითხულობს ლექციებს თსუ–ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე (2010 -დან).

თხზ.: დარსაველიძე, ი. (2024). ცილინდრული და სფერული ტალღური ფუნქციების მონოპოლებით წარმოდგენა. თბ.,  ფავორიტი სტილი, ISBN 9789941864155.