დარსაველიძე ამირან შალვას ძე
დარსაველიძე ამირან შალვას ძე

დარსაველიძე ამირან შალვას ძე (29.XII. 1932, ქუთაისი-29 12, 2005), ქართვ. კინორეჟ. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1983). დ. ა.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1957). მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟ. ასისტენტად. მეორე რეჟისორად იმუშავა ფილმებზე: „წუთისოფელი“ (1971); „თეთრი ქვები“ (1972); „მზე შემოდგომისა“ (1973) და სხვ. რევაზ გაბრიაძესთან ერთად დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ფილმებზე: „კავკასიური რომანსი“ (1975); „ლიმონის ტორტი“, „მწვერვალთა დამპყრობნი“ (ორივე 1977). დამოუკიდებლად გადაიღო სატელევიზიო მხატვრული ფილმები: „სათადარიგო ბორბალი“ (1978); „ყვითელი ჩიტი“ (1983) და სხვ.

ლიტ.: გვენცაძე, ა.(2012). დარსაველიძე ამირანი შალვას ძე. საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., გვ. 328.