-
ავტორი
- კატეგორიები: ლიტერატურათმცოდნე
დარბაისელი-სტრონი ნინო გივის ასული (08.III.1961, ქ. თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პოეტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგის ფაკ-ტი (1984) და ქართ. ლიტერატურის ისტორიის ინ-ტის ასპირანტურა (1992), ფილოლოგიის დოქტორი (1992), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. გამომც. „მეცნიერების“ მთ. რედაქტორი (1990-1995), საქართვ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის“ დირექტორის მოადგილე სამეცნ.-საგამომცემლო დარგში (1994-1997), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1999), გალაკტიონის კვლევის ცენტრის პ/მგ მდივანი (2001), ყოველწლიური სამეცნ. კრებ. „გალაკტიონოლოგიის“ პ/მგ მდივანი (2001), დაჯილდოებულია საქართვ. სახელმწ. პრემიით პუბლიცისტიკის დარგში (2005), ასევე ბ. ბარდაველიძის პრემიით (2021). დ.ნ.-ს სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს ქართ. ლიტერატურის ისტორიას, გალაკტიონოლოგიას, პოეტიკას, ვერსიფიკაციას.
თხზ: დარბაისელი, ნ. (1987). ქართული ვერლიბრის ისტორიის ზოგიერთი საკითხი. თბ., ჟურნ. მაცნე, 3, 106-120; დარბაისელი, ნ. (2009). ზვიად გამსახურდია - ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი და მთარგმნელი. თბ., გამომც. სჯანი, 10, 180-189; დარბაისელი, ნ. (2010). სამი ლექსი არტისტული ყვავილებიდან“ სამეცნ. კრებ. გალაკტიონოლოგია, V, 72-103; დარბაისელი, ნ. (2010). ტოტალიტარიზმი, შემოქმედებითი თავისუფლება და თავისუფალი ლექსი. თბ., საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი (მასალები), 351-360.