დარასელია ნინო ვახტანგის ასული
დარასელია ნინო ვახტანგის ასული

დარასელია ნინო ვახტანგის ასული (13. V. 1957, თბილისი), ანგლისტი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1982) და ასპირანტურა (1986). იყო თსუ-ში დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტის ინგლ. ფილოლოგიის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1993-1996); კემბრიჯის უნ-ტის (დიდი ბრიტანეთი) ლინგვისტიკის დეპარტ. სტუმარი მეცნიერი (Visiting Scholar) (1998); ჟურნ. „საენათმეცნიერო ძიებანი“ (არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტი) რედკოლეგიის წევრი, ინგლ. ნაწილის რედ. (1997). სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიის ავტორი. ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1986), ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (2006). თსუ-ის დოცენტი (1996), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006), მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა: „შორისდებული საკომუნიკაციო კომპეტენციის თვალსაზრისით: (ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენათა მასალაზე)“ (2006). დ. ნ. იყო ალექსანტერის ინ-ტში (ჰელსინკის უნ-ტი, ფინეთი) მიწვეული ლექტორი, ლექციათა კურსი „A History of Georgian Linguistic Thought“ („ქართული ლინგვისტური აზროვნების ისტორია“) (2013). მისი ნაშრომებია: „წიგნის გარეკანზე წარმოდგენილი ტექსტი, როგორც დისკურსის ჟანრი:(ინგლისურ და ქართულ ენათა მასალაზე)“ (ცივილიზაციური ძიებანი, 2017, N 15); „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა „აღმნიშვნელი ერთი ტერმინის სემანტიკისა და პრაგმატიკისათვის თანამედროვე ინგლისურსა და ქართულში“ (საენათმეცნიერო ძიებანი, 2018, N 40); „შუბლთან დაკავშირებული მეტონიმური და მეტაფორული გამონათქვამები ქართულში“ (საენათმეცნიერო ძიებანი, 2021, N 42); „მორალურობა-ამორალურობა და სისუფთავის მეტაფორები: (ინგლისურ და ქართულ ენათა მასალაზე)“ (საენათმეცნიერო ძიებანი, 2023, N 44); „ალუზიური მეტაფორები კიპლინგის მოთხრობაში მებაღე“ (საენათმეცნიერო ძიებანი, 2024, N 45).

თხზ.: დარასელია, ნ. (2013). შორისდებული საკომუნიკაციო კომპეტენციის თვალსაზრისით. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133039.