დარასელია დიმიტრი მიხეილის ძე
დარასელია დიმიტრი მიხეილის ძე

დარასელია დიმიტრი მიხეილის ძე (11.XI. 1941, თბილისი), ფიზიკოსი,  თსუ-ის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სამეცნ.-კვლ. ლაბორ. გამგე (2007), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ (1970). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი  (1964). იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ასპირანტურაში და მივლინებულ იქნა ქ. მოსკოვში ლებედევის სახ. ფიზიკის ინ-ტში აკად. ა. პროხოროვის ლაბორატორიაში.  სამეცნ. მიმართულება ეხებოდა პარამაგნიტურ კრისტალებში ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) და  რელაქსაციური პროცესების ფიზიკური მექანიზმების შესწავლას. დ. დ. აგრძელებს სამეცნ. საქმიანობას ელქტრონული პარამაგნიტური რეზონანსის  დარგში თსუ რადიოფიზიკის კათედრაზე. მრავალი წლის განმავლობაში დ. დ.-ს სამეცნ. თანამშრომლობა აკავშირებდა ფ. შილერის სახ. იენის (აღმოსავლეთ გერმანია) სახელმწ. უნ-ტთან, რ-იც უნ-ტებს შორის გაფორმებული მეგობრობის ფარგლებში ხორციელდებოდა. დ. დ.-ს გამოქვეყნებული აქვს 50 -ზე მეტი სამეცნ. სტატია ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის, მაღალტემპერატურული ზეგამტარების მიღების ტექნოლოგიასა და ფუნქციონალური მასალების თვისებების შესწავლის დარგში. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნ. კონფერენციაში. არის  საქარვ. ორი და და ერთი ევრ. პატენტის თანაავტორი.