დარასელი ზაზა ვანიონის ძე
დარასელი ზაზა ვანიონის ძე

დარასელი ზაზა ვანიონის ძე (20.VI.1950, თბილისი-01.VII.2001, თბილისი), ჟურნალისტი. დ. ზ.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1972). იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო საქართვ. ტელე-რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტში. იყო: საქართვ. რადიოს სამეცნ. გადაცემების რედ.; ლიტერატურისა და ხელოვნების რედ.; ახალგაზრდული პროგრამების მთ. რედ. (1980–1983); შემდგომ დაინიშნა საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ (1985). გარდაცვალებამდე იყო ტელეკომპანია მეორე არხის“ გენერალური დირექტორი (1992). იგი წერდა მოთხრ. და ნოველებს („უჩინარი“, 1984); თარგმნიდა გაბრიელ გარსია მარკესის ნაწარმოებებს. დ. ზ.-ს გარდაცვალების შემდეგ დაარსდა მისი სახ. საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლე მშვენიერია“, რ-იც აფინანსებს კულტურულ, სპორტულ, ხელოვნებისა და განათლების პროექტებს. მიენიჭა ღირსების ორდენი (2000).

თხზ.: დარასელი ზ., უჩინარი, 1985., თბ.

ლიტ.: დარასელი ზაზა ვანიონის ძე. საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2,  2012.