- კატეგორიები: საპატიო დოქტორი
დანიელ მარკ ჰენეს (Daniell Mark Haynes), თსუ–ის აკად. საბჭოს გადაწყვეტილებით ფინანს. მენეჯმენტის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და საქართვ. საინვესტიციო კლიმატის განვითარებასა და საზღვარგარეთ საქართვ. პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ინდიანას უნ-ტის (აშშ) ანთროპოლოგიისა და ბიოლოგიის პროფესორს, ასევე ქვის ხანის ინ-ტისა და არქეოლოგიისა და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის თანადამფუძნებელს და თანადირექტორს, პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (06.IX.2019).
დ. მ. ჰ. სწავლა დაიწყო ამჰერსტის კოლეჯში (1976-1980). დაამთავრა ჰარვარდის სამართლის სკოლა (1980-1983) და პარიზის პოლიტიკურ მეცნ. ინ-ტი (1983-1984). მან გაიარა სორბონის (1984-1985) და ოქსფორდის უნ-ტებში სწავლების მოკლე კურსი (1985-1986).
დ. მ. ჰ. არის წამყვანი საერთაშ. ფინანს. მრჩეველი, რ-იც ცნობილია თავისი წვლილისთვის ოჯახური კაპიტალის მართვისა და ინვესტიციების სტრატეგიებში.