დანელია რუსუდან ანზორის ასული
დანელია რუსუდან ანზორის ასული

დანელია რუსუდან ანზორის ასული (21.VI.1975, მარტვილი), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1996) და მაგისტრატურა გეოფიზიკის სპეციალობით (სპეციალიზაცია ატმოსფეროს ფიზიკა, 1998); სწავლობდა ფიზიკის ფაკ-ტის ასპირანტურაში (1999-2002). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ლოკალური ატმოსფერული პროცესების მათემატიკური მოდელირება ამიერკავკასიის რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით" და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ-ის ხარისხი (გათანაბრებულია აკად. დოქტორთან, 2003); იყო თსუ-ის გეოფიზიკისა და იონოსფეროს ფიზიკის ლაბორ. ლაბორანტი (1998-2013); თბილ. 29-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი და სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის გამგე (2002-2007); მოწვეული პედაგოგი თსუ-ში (2003-2008); მუშაობდა თსუ-ის ფაკ-ტის სამეცნ.-კვლ. და განვითარების სამსახურის უფროს სპეციალისტად (2013-2017); სასწ. პროცესის მართვის სამსახურის უფრ. სპეციალისტად იგივე ფაკ-ტზე (2017-2018); არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის სასწ. პროცესის მართვის სამსახურის უფროსი (2018-დან); გეოფიზიკოსთა ასოციაციის ახალგაზრდული პრემიის ლაურეატი (2004 წელი); ავტორი და თანაავტორია 12 სამეცნ. ნაშრომისა, მათ შორის: “ Prognosis of Meteorological Elements Considering of Mikro “polygonal” relief” (Bulletin of the Georgian academy of sciences, 2001,Volume163, number2); “The role of Local Atmosphere in Solving of Environmental Problems” (Reports of enlarged sessions the seminar of I.vekua institute of applied mathematics, 2002, Vol. 17.№3);  „The Nonlinear Model for Determining Vertical Velocity with the Consideration of Relief Features” ( Bulletin of the Georgian academy of sciences, 2003, Volume168,number2). კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს 2 საქა. სამეცნ. ფონდის გრანტი.