დანელია ანა
დანელია ანა

დანელია ანა (13.X.1975 სოფ. ლეხაინდრაო, მარტვილის მუნიციპალიტეტი),  მათემატიკოსი. თსუ-ის ასისტენტ პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი(2002). დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1992-1997) და ასპირანტურა (1997- 1999). მიღებული აქვს ი. ვეკუას სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (2008), პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (2008). არჩეულია მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქედ (2004).  ლექციებს კითხულობდა  საქ. ტექნ. უნ-ტში (1999-2006). არის თსუ-ის  ასისტენტ-პროფესორი. მისი სამეცნ. შრომები ეძღვნება ჰარმონიული ანალიზის პრობლემებს, კერძოდ, შეუღლებულ ფუნქციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. 

თხზ.: Danelia, A. (თანაავტორი). (2001). On deformation of certain functional classes in the spaces  C(T^m)  and  L(T^m): Sbornik Mathematics, 192, 8, 123-138 ; Danelia, A. (თანაავტორი). (2018). Conjugate functions and the modulus of smoothness of fractional order. Journal of Contemporary Mathermatical Analysis, 53, 5, 288-293; Danelia, A. (2021). On some local properties of the conjugate function and the modulus of smoothness of  fractional order:Transactions of A. Razmadze  Mathematical Institute, Vol. 175, issue 3, 337–343.