დამენია  ნინო გულივერის ასული
დამენია ნინო გულივერის ასული

დამენია ნინო გულივერის ასული (03.VII.1970, აბაშა), ეკონომისტი. დაამთავრა ხარკოვის მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწ. უნ-ტი (1988-1995), საქართვ. ბიზნესის ორგანიზებისა და ტექნოლ. ინ-ტის წარჩინებით დაამთავრების შემდეგ მიენიჭა ფინანსისტ-ეკონომისტის კვალიფიკაცია (1997-2000). დ. ნ. ეწევა პედ. საქმიანობას (1995). დაამთავრა აგრ. ეკონომიკის ინ-ტის ასპირანტურა (2002-2005), დაიცვა დისერტაცია (2009), მიენიჭა ბიზნესის მართვის დოქტორის აკად. ხარისხი, შემდეგ - პროფესორის (2020). იყო   საქართვ. ბიზნესის უნ-ტის ასოც. პროფესორი და სასწ. ნაწილის გამგე (2000-2010), აგრ. ეკონომიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი  და საქ. აგრ. უნ-ის ასოცირებული პროფესორი (2006-2013), აღმ. ევრ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის ფაკ-ტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი  (2012-2014). საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოც. მეცნ. სკოლის დეკანის მოადგილე ((2014), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის, მიკროეკონომიკის კათედრის მოწვეული ლექტორი (2006-2021), შემდეგ კი კათედრის ასოცირებული პროფესორი (2021), სსიპ - განათლ  ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის „მენეჯმენტი და ადმინისტრირების“ უმაღ. განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი, საქართვ. სხვადასხვა უმაღლ. საგანმან. დაწესებულებაში სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, მონაწილეობდა როგორც სამეცნ.-კვლ., ისე სხვა  სახის პროექტებში. დ. ნ.-მ გამოაქვეყნა  70-მდე მნიშვნ. სამეც. ნაშრომი, როგორც საერთაშ. რეცენზირებად, ისე ადგილ. იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში. არის 4 მონოგრაფიის თანაავტორი, ასევე სამეცნ. მონოგრაფიებისა და სტატიების ოფიციალური რეცენზენტი როგორც საქარტველოში, ისე უცხოეთში.  მონაწილეობდა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. დაჯილდოებულია საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემიის საპატიო სიგელით „აგრარულ დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის“ და დიპლომით წლის საუკეთესო საგანმან. ნაშრომისთვის თანაავტორებთან ერთად „მენეჯერული ეკონომიკა “.

თხზ.: დამენია, ნ. (თანაავტორი). (2004). საბაზრო ეკონომიკა და სამეურნეო რისკი. თბ., არეალი; დამენია, ნ.  (2009). სამეურნეო რისკი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში და მისი უკუგების ეკონომიკური პარამეტრები ფერმერულ მეურნეობებში: [მონოგრაფია]. თბ., არეალი; დამენია, ნ. (თანაავტორი). (2009). რისკის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვრები და უკუგების დონეები ფერმერულ მეურნეობებში. თბ., არეალი.