დალაქიშვილი ლაშა იაკობის ძე
დალაქიშვილი ლაშა იაკობის ძე

დალაქიშვილი ლაშა იაკობის ძე (01.III.1997, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, ბიოფიზიკისა და მოდელირების განხრით (2020). მუშაობდა მასალათმცოდნეობის ინ-ტში, მათ. მოდელირეის ჯგუფში (2019-2021); გეოფიზიკის ინ-ტში, მეწყრული პროცესების მოდელირების ჯგუფში (2020-2024); გახდა პარიზ-საკლეს უნ-ტის სტიპენდიატი და დაიწყო სწავლა ამავე უნ-ტში მოლეკულური ფოტონიკა ბიო და ნანოტექნოლოგიებისთვის  ფაკ-ტზე (Monabiphot) (2020); სწავლა განაგრძო სადოქტორო საფეხურზე სტრაბურგის უნ-ტში ბიოფიზიკის განხრით (2020-დან). ამავე უნ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გენების რეგულაციასთან დაკავშირებით, თემა: ’’ბიოფიზიკური მოდელი, რომელიც გვიჩვენებს ტრანსკრიფციის ფაქტორებისა და ნუკლეოსომების მდებარეობას ინდივიდუალურ დნმ-ის მოლეკულებზე’’ (2025); არის ევროპის ფიზიკოსთა ასოციაციის წევრი (EPS) და მისი ახალგაზრდული, ლოკალური ორგანიზაციის EPS Young Minds Tbilisi-ს აქტიური წევრი (2019-დან). მისი ინტერესების სფეროა მონცემთა ანალიზი, მანქანური სწავლება, მოდელირება და მათი გამოყენება ბიოფიზიკური პროცესების (ეპიგენეტიკის განხრით) აღსაწერად. 

თხზ.: Dalakishvili, L. (2021). Analytical evaluation of transformation matrix between functional spaces and its application in obtaining exact solutions of thermo-mechanical stresses in disks . Journal of physics; Dalakishvili, L. (2021). On modeling synthesis process of boron carbide based nanocomposites. Condensed Matter, 6(1), 3, pp. 1-13; Dalakishvili, L. (2020). Preliminary Results of a Study of the Relationship Between the Monthly Mean Sum of Atmospheric Precipitation and Landslide Cases in Georgia. Journal of the Georgian Geophysical Society, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v. 23(2), pp. 37–41.