დალაქიშვილი გიორგი თემურის ძე
დალაქიშვილი გიორგი თემურის ძე

დალაქიშვილი გიორგი თემურის ძე (22.IX.1981, თბილისი), სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე  (1999-2003) და მიენიჭა  ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი (2003). სწავლა განაგრძო  თსუ-ის მაგისტრატურაში (2003-2005) და მიენიჭა ფიზიკის მაგისტრის ხარისხი (2005). სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა ლუვენის კათოლიკურ უნ-ტისა (Katholieke Universiteit Leuven) და რურის ბოხუმის უნ-ტის(Ruhr-Universit¨at Bochum) დოქტორანტურებში, მ. კიურის კვლევისა და სწავლების პროგრამის SOLAIRE–ს ფარგლებში (2007-2010).  დოქტორანტურის დამთავრებისას, სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ მიენიჭა მეცნ. დოქტორის ხარისხი მათემატიკაში (PHD) ლუვენის კათოლიკური უნ-ტის მიერ და საბუნებისმეტყველო მეცნ. დოქტორის ხარისხი (Dr.rer.nat.) რურის ბოხუმის უნ-ტის, ფიზიკისა და ასტრონომიის ფაკ-ტის მიერ. მან ილიას სახელმწ. უნ-ტის, კოსმოსურის კვლევების ცენტრის, ატმოსფეროს-იონოსფეროსა და ახლო კოსმოსის ფიზიკის დეპარტამენტში, გ. დიდებულიძესთან და მ. თოდუასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სპორადული ე ფენების (Es) ფორმირების, დინამიკისა და მახასიათებლების აღმწერი, ახალი თეორიის შემუშავებაში და შესაბამისი თეორიული და რიცხვითი მოდელების განვითარებაში.