დადიანიძე ალექსანდრე გურამის ძე
დადიანიძე ალექსანდრე გურამის ძე

დადიანიძე ალექსანდრე გურამის ძე (20.I.1986, თბილისი), ექიმი, ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი და მიენიჭა ქიმიის ბაკალავრის აკად. ხარისხი (2007). ამავე ფაკ-ტის მაგისტრატურა და მიენიჭა მაგისტრის აკად. ხარისხი (2010). გაიარა დოქტურანტურა, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ენანტიოსელექტიური მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენება აგროქიმიური და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ანალიზში“ და მიენიჭა ქიმიის აკად. დოქტორის ხარისხი (2025). იყო თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზიკურ-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ.  მეცნიერ-თანამშრომელი (2023-დან). მუშაობს საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროში საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტ. ექსპერტიზის სამმართველოს ქიმ. ექსპერტიზის განყ-ბის უფრ. თანამდებობაზე (2008-დან). სხვადასხვა დროს იყო ISTC - პროექტის მენეჯერი, STCU - მიწვეული ექსპერტი და UNICRI - მიწვეული ექსპერტი. მონაწილე იყო ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „ბიოლითონებისა და ანესთეზიური ნივთიერებების კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების კვლევა“. იგი თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების, მათ შორის მაღალი ციტირების ინდექსით გამოირჩევა:„Enantioseparation of chiral antimycotic drugs by HPLC with polysaccharide-based chiral columns and polar organic mobile phases with emphasis on enantiomer elution order“, (Chromatographia, 2013, 76(21-22), 1449–1458); „Separation of enantiomers of chiral basic drugs with amylose- and cellulose- phenylcarbamate-based chiral columns in acetonitrile and aqueous-acetonitrile in high-performance liquid chromatography with a focus on substituent electron-donor and electron-acceptor effects“, (Journal of Chromatography A, 2020, 1624, 461218).