-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი
ჩუთლაშვილი ავთანდილ გურამის ძე (21.VII.1964, ქუთაისი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ეკონომიკის ფაკ-ტი(1988) და ჩაირიცხა სსრკ მეცნ. აკად. ეკონომიკის ინ-ტის ასპირანტურაში. სწავლის დასრულების შემდეგ დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „წილობრივი ურთიერთობები საკუთრებაში“ (1992) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1992). საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. და სამართლის ინ–ტში ჯერ უმცროს, ხოლო შემდეგ უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (1992). იყო საქართვ. რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი ეკონ. საკითხებში (1993-1995). მუშაობდა საქართვ. სახელმწ. კანცელარიაში (საქართვ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია) რეფერენტად, განყ-ბის უფროსად. იყო საქართვ. საგადასახადო შემოსავლების სამმართველოს მაკროეკონომიკური ანალიზის განყ-ბის უფრ., მუშაობდა საქართვ. პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში (1996-2006). კითხულობდა ლექციებს თბილ. და რუსთავის უმაღ. სასწავლებლებში საფინანსო, საბაჟო–საგადასახადო და სავალუტო ოპერაციების მართვის საკითხებზე. თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. უნ-ტში ორჯერ იქნა არჩეული სრული პროფესორის აკად. თანამდებობაზე. არის მრავალი კვლევისა და სამეცნ. სტატიის ავტორი. აირჩიეს თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. უნ-ტის რექტორად, თსუ–ის რექტორის კონსულტანტად, შემდეგ რექტორის მოადგილედ (2006-2013). დღემდე იგი ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასოცირებული პროფესორია (2012–დან). გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი და მრავალი სტატია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე: ,,მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამომწვევი მიზეზების შესახებ” (სამეცნ. შრომების კრებ. ეკონომიკა, 2009); ,,გლობალური კონკურენტუნარიანობა და საქართველო" (სამეცნ. შრომების კრებ. ეკონომიკა, 2010); ,,ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენციები“ (ეკონომიკა და ბიზნესი №6, 2013); ,,მერქნის ოპტიმალურად გამოყენების მეთოდები“ (სატყეო მოამბე №11, 2016); ,,დანაზოგებისა და ინვესტიციების ურთიერთდამოკიდებულების თავისებურებები საქართველოში" (ეკონომიკა და ბიზნესი N1, ტ.X, 2017). ნაშრომები ეძღვნება საგადასახადო და საბაჟო, საფინანსო და სავალუტო ოპერაციების, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებს.