ჭუმბურიძე ზურაბ გალაქტიონის ძე
ჭუმბურიძე ზურაბ გალაქტიონის ძე

ჭუმბურიძე ზურაბ გალაქტიონის ძე (6. VII. 1926, სოფ. ქვედა სიმონეთი, თერჯოლის რაიონი-12. II. 2022. თბილისი. დაკრძალული თაბორის მონასტრის ეზოში), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1949). იყო საქართვ. სახელმწ. გამომცემლობა „სახელგამის“ უფრ. რედ. (1951-1952). ინიშნებოდა თსუ-ის ძვ. ქართ.  ენის კათედრის ასისტენტად (1952-1957). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სვანური ენის ლენტეხური კილოს ფონეტიკური თავისებურებანი“ (1953). გახდა საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1957). ინიშნებოდა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის  ინ-ტის უფრ.  მეცნიერ-თანამშრომლად (1957-1959). იყო დოცენტი (1958-1970), პროფესორი (1970-დან). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:  „მყოფადი ქართველურ ენებში“ (1968) და  მიენიჭა ფილოლ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1969).  იყო შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის ტექსტოლოგიის განყ-ბის გამგე (1985-2005), მეცნიერ-კონსულტანტი (2006-დან). გახდა გელათის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1995). მიენიჭა შიო მღვიმელის სახ. პრემია (1996), ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია (1997). გადასცეს ღირსების ორდენი (2001), წმ. გიორგის ოქროს ჯვარი (2012), წმ. გრიგოლ ფერაძის სახ. საერთაშ. პრემია (2021). დაჯილდოვდა საქართვ. მეცნ. აკად. საპატიო სიგელით ენათმეცნ. დარგში სამეცნ. მოღვაწეობისათვის (2017). ჭ. ზ. არის 300-ზე მეტი პუბლიკაციის, მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის: „ქართული სალიტერატურო ენისა და სტილის საკითხები“ (1956), „სალიტერატურო ენა და მწერლობა“ (1962), „რა გქვია შენ?“ (1966, 1971, 1982, 2003), „ლიტერატურული წერილები“ (1975), „მადლი დედაენისა“ (1982), „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ (1983, 2000),  „მყოფადი ქართველურ ენებში“ (1986) და სხვ. 

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჭუმბურიძე, ზ. (1988). ნუ დავაგდებთ ძველსა გზასა: ლიტ.-კრიტიკული წერილები. მერანი; ჭუმბურიძე, ზ. (2000). ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ. ლოგოს.