-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ჭუმბურიძე თამარ ზურაბის ასული (15. III. 1958, თბილისი), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა ლაიფციგის უნ-ტი დიპლომირებული გერმანისტის დიპლომით (1981). იყო ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. (1992); ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (2007); თსუ-ის გერმ. ენის მასწავლებელი (1994-2000); თსუ-ის დოცენტი (2000-2007). მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო: „ქართული ხელნაწერების შესწავლა უცხოეთში-გრიგოლ ფერაძის არქეოგრაფიული ძიებანი“ (2006). იყო თსუ-ის ენების ცენტრის მასწავლებელი (2007-2012), დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის გერმ. ფილოლ. კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2012); კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1981-2006); კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის სამეცნ. ურთიერთობათა და პროექტების დეპარ. უფრ. (2015-2019); ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2020); შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის უცხო ენების ჯგუფის გერმ. ენის ექსპერტი (2010); თბილ. სას. აკად. გერმ. ენის მასწავლებელი (1997-1998). ჭ. თ. არის გოეთეს საერთაშ. საზ-ბის წევრი და ამ საზ-ბის თბილ. ფილიალის გამგეობის წევრი; თომას მანის საერთაშ. საზ-ბის წევრი; გერმ. ენის მასწავლებელთა საერთაშ. კავშირის წევრი; გერმ. ენის მეგობართა საზ-ბის წევრი; გერმ. აკად. გაცვლის სამსახურის ყოფილ სტიპენდიატთა კავშირის წევრი. ავტორი 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა. ეკუთვნის სამეცნ. ლიტ-რის თარგმანები გერმ-დან. მისი კვლევის სფეროა გერმ.-ქართ. ურთიერთობები, ქართელოლოგია გერმ-ში, მეცნიერების ისტორია, გერმ. ლიტ-რა, თარგმანის თეორია და პრაქტიკა.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჭუმბურიძე, თ. (მთარგმნელი). (1994). მიქელ თარხნიშვილი: წერილები. (ჭ. თ-მა შეადგინა კრებული, დაურთო წინასიტყვაობა და კომენტარები). თბ.; ჭუმბურიძე, თ. (მთარგმნელი). (2006). წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე, ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში. თბ., ISBN: 9789941963797; ჭუმბურიძე, თ. (რედაქტორი). (2024). ენა, ტექსტი, თარგმანი: (ეძღვნება ალექსანდრე კარტოზიას). თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941363078.