ჭუმბურიძე დოდო
ჭუმბურიძე დოდო

ჭუმბურიძე დოდო პავლეს ასული ( 27. XI. 1945, ზესტაფონი), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. დოქტ. (2002), თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის მთ. მეცნ. თანამშრომელი (2006-2022), საქართვ. უნ-ტის პროფ., თ. ბერაძის სახ. ქართველოლოგიის ინ-ტის მთ. მეცნ. თანამშრომელი (2022-დან).

წარჩინებით დაამთავრა ქუთ. პედ. ინ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (ისტ. სპეციალობით). მუშაობდა ქუთ. ნ. ბერძენიშვილის სახ. ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმის მეცნ. თანამშრომლად, განყ-ბის გამგედ, ფონდების გამგედ (1968-1976); მუშაობდა ჟურნ. „განთიადის“ თანამშრომლად, გაზ. „ლიტერატურული საქართველოს“ წერილების განყ-ბის ლიტ. მუშაკად (1976-1983). ამავე წლებში იყო საქართვ. მეცნ. აკად. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის მაძიებელი ახ. ისტ. განყ-ბაში. ჭ. დ.–მ სადისერტაციო ნაშრომი - „დროებითვალდებულ გლეხთა ინსტიტუტი საქართველოში“ და მიენიჭა ისტ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი (1983). პარალელურად მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის ახ. ისტ. განყ-ბაში, მუშაობდა  ჯერ უმცროს, შემდეგ უფრ., ბოლოს კი მთ. მეცნ. თანამშრომლად. მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო იდეოლოგია და პოლიტიკა (1918-1921)“, რისთვისაც  მიენიჭა  ისტ. მეცნ. დოქტ. სამეცნ.  ხარისხი (2002).

თხზ. ჭუმბურიძე, დ. (2008). ისტორიული პორტრეტები, დასაწყისი მე-20 საუკუნისა. უნივერსალი. ISBN 978-9941-12-083-1;  ჭუმბურიძე, დ. (2008). რუსული კოლონიალიზმი საქართველოში (თანაავტ.). უნივერსალი. ISBN 978-9941-12-395-5; ჭუმბურიძე, დ. (2012). ისტორიული პორტრეტები, წერილები. უნივერსალი. ISBN 0978-9941-17-834-4; ჭუმბურიძე, დ. (2013). საქართველოს სამხედრო ისტორია(თანაავტ.). II ტ. ISBN 978-9941-0-6111-0; ჭუმბურიძე, დ. (2012). გრიგოლ ლორთქიფანიძე (1881-1937). არტლაინსის აკადემიური წიგნები. ISBN 978-9941-9189-8-8); ჭუმბურიძე, დ. (2016). საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI სს. (სამეცნიერო ლიტერატურისა და დოკუმენტების მიხედვით) (თანაავტ.). ორ ტომად. მერიდიანი. ISBN 978-9941-25-141-2 ორივე წიგნის; ჭუმბურიძე, დ. (2018). აკაკი ჩხენკელი: სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, მამულიშვილი. უნივერსალი. ISBN 978-9941-26-187-9; ჭუმბურიძე, დ. (2018). ქართველები საზღვარგარეთის ომებში (ქართველები რუსეთის აღმოსავლურ ომებში). ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე (თანაავტ.). საქართვ. მეცნ. აკად. გამომც. ISBN 978-9941-8-1509-6; ჭუმბურიძე, დ. (2024). მიხეილ ხელთუფლიშვილი - „საქართველოს შესვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“.  საქართვ. უნ-ტის გამომც.  ISBN 978-9941-9896-0-5; ჭუმბურიძე, დ. (2025). რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში (თანაავტ.). საქართვ. უნ-ტის გამომც. ISBN 978-9941-9897-8-0.