-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჩუბინიშვილი ზურაბ ნიკოლოზის ძე (10.IV.1962, სოფ. მეჯვრისხევი, გორის რ-ნი), დაამთავრა საქართვ. ტექ. უნ-ტის საინჟ.-ფიზ. ფაკ-ტი (1983). იმავე წელს მუშაობა დაიწყო სკი ,,მიონში“, გააგრძელა სადიპლომო თემატიკაზე მუშაობა არსებულ მიზანმიმართულ გუნდთან ერთად თემატიკაზე: მიკროელექტრონიკის ტექნოლ. პროცესების გაუმჯობესება, ვაკუუმური დაფენის დანადგარის მოდერნიზაცია მაგნეტრონული კვანძის დახმარებით და აქტიური თანადგომა წარმოებასთან. მუშაობდა მოთხოვნით, სარაჯიშვილის კლინ. და ექსპერ. ნევროლოგიის ინ-ტში საინჟ. ჯგუფის უფროსად (1986-1987). გამოირჩევა ნაყოფიერი კვლევითი (20-მდე სტატია საბჭ. და საზღვარგარეთულ ჟურნალებში) მუშაობით. შემდეგ მუშაობას იწყებს თსუ-ის ნახევარგამტარული და ზეგამტარული მასალათმცოდნეობის სამეცნ.-კვლევით ლაბორატორიაში უფრ. ინჟინრად (1984), მეცნიერ-თანამშრომელად (1994-დან). დღემდე არის აკად. ნ. კეკელიძის სახ. ნივთიერებათა კვლევის სამეცნ. კვლევითი ინ-ტის მკვლევარი სპეციალისტი (2010-დან). იყო მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2016-2024). პარალელურად მუშაობდა სსტც “დელტას” ფ. თავაძის მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინ-ტში (2020-2024). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თმაზე „ინდიუმის არსენიდის და InAs-InP-ის მყარი ხსნარების მიღება და რადიაციული თვისებების გამოკვლევა” (2021). არის 50-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის:„რადიაციული ეფექტები და დეფექტები InAs, InP ნაერთებში და მათ InPxAs1-x მყარ ხსნარებში“, (მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემია, ფიზიკისა და მათემატიკური მეცნიერებათა საერთაშ. ჟურნალი, ტ.13, No:1, გვ.13-18, 2019. ISSN:13076892); „ეპოქსიდური პოლიმერები დიგლიციდილის ეთერებზე დაფუძნებული ციკლური ჯგუფებით“, (International Academy Journal “WORLD SCIENCE”, 2020); „InPAs შენადნობების გამოყენება ელექტრულ ხელსაწყოებში ხისტი დასხივების პირობებში“, (ხელსაწყოთმშენებლობის და ტექნოლოგიის კვლევების ევრ. ჟურნალი 6, #1,იანვარი გვ.11-13, 2021). 10-მდე დაფინანსებული გრანტის მონაწილე (1996-დან). მონაწილეობდა ათობით კონფერენციაზე, არის რამდენიმე პატენტის და გამოგონების თანაავტორი.