ჩუბინიშვილი ზურაბ
ჩუბინიშვილი ზურაბ

ჩუბინიშვილი ზურაბ (10.IV.1962. სოფ. მეჯვრისხევი, გორის რაიონი). დაამთავრა საქართვ. ტექ. უნ-ტის საინჟ.-ფიზ. ფაკ-ტი (1983). იმავე წელს მუშაობა დაიწყო სკი “მიონ”-ში, გააგრძელა რა სადიპლომო თემატიკაზე მუშაობა არსებულ მიზანმიმართულ გუნდთან- მიკროელექტრონიკის ტექნოლ. პროცესების გაუმჯობესება,  ვაკუუმური დაფენის დანადგარის მოდერნიზაცია მაგნეტრონული კვანძის დახმარებით, აქტიური თანადგომა წარმოებასთან. მუშაობდა მოთხოვნით, სარაჯიშვილის კლინ. და ექსპერ. ნევროლოგიის ინ-ტში საინჟ. ჯგუფის უფროსად (1986-1987). ეს წლები გამოირჩევა ნაყოფიერი კვლევითი (20-მდე სტატია საბჭ. და საზღვარგარეთულ ჟურნალებში) მუშაობით. შემდეგ მუშაობას იწყებს თსუ-ის ნახევარგამტარული და ზეგამტარული მასალათმცოდნეობის სამეცნ.-კვლ.  ლაბორატორიაში უფროს ინჟინრად (1984), მეცნიერ-თანამშრომელად (1994-დან). დღემდე არის აკად. ნოდარ კეკელიძის სახ. ნივთიერებათა კვლევის სამეც. კვლ. ინ-ტის მკვლევარი სპეციალისტი (2010-დან). იყო მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2016-2024). პარალელურად მუშაობდა სსტც “დელტა”-ს ფერდინანდ თავაძის მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინ-ტში (2020-2024). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია “AIII-BV მყარი ხსნარების საფუძველზე რადიაციამედეგი მასალების მიღება” (2021). არის 50-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, 10-მდე დაფინანსებული გრანტის მონაწილე (1996-დან). მონაწილეობდა ათობით კონფერენციაზე, არის რამდენიმე პატენტის და გამოგონების თანაავტორი.