-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი ხელოვნებათმცოდნე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
ჩუბინაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე (21.XI.1885, სანკტ-პეტერბურგი - 14.I.1973, თბილისი, დაკრძალულია თსუ–ის პანთეონში), ხელოვნებათმცოდნე. თსუ-ში ხელოვნების ისტორიის კურსის ფუძემდებელი (1918). “კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის” (კიაი-ს) პირველი ნამდვ. წევრი (1917-1924). თსუ-ში “ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმის” დამაარსებელი(1923). თსუ-ის პროფესორი (1918-1931 და 1937-1948), საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1941), საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1946), ქართ. ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი. იყო საქართვ. მუზეუმის არქეოლ. და ეთნოლოგიის განყ-ბის გამგე (1921-1922). საქართვ. განათლების სახ. კომისარიატის ხელოვნების და სიძველეთა ძეგლების დაცვის სექციის გამგე (1921 აპრ.-დეკ.). სამხატვრო აკად. ერთ-ერთი დამაარსებელი, პირველი რექტორი (1922-1928) და პროფესორი (1922-1931 და 1937-1940). საქართვ. სახელმწ. მუზეუმის სამშ. კომიტეტის წევრი (1925-1927). ამავე მუზეუმის დირექტორის მოადგილე (1929-1934). ეკონ. საბჭოს სამხატვრო-ხუროთმოძღვრული საბჭოს თავ-რის მოადგილე (1926-1928). ხელოვნ. მეტეხის მუზეუმის ხუროთმოძრვრების განყ-ბის გამგე (1934-1941). მოაწყო ქართ. ხუროთმოძღვრების გამოფენები (1923, 1936). ქართ. ოქრომჭედლობის გამოფენა “ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში”; ქართ. ხელოვნების მოძრავი გამოფენა გერმანიაში (1930), მონაწილეობდა შოთა რუსთაველის საიუბილეო გამოფენის გამართვაში (1937) და სხვ. იყო ქართ. კულტ. ძეგლთა დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატრი. უზრუნველყო ხელოვნების კაბინეტისა და მასთან არსებული ფოტოგრ. კაბინეტის კეთილმოწყობა. თსუ-ში გახსნა ქართ. ხელოვნების მუზეუმი. სწავლობდა ლაიფციგის უნ-ტში (1907-1912), სადაც დაიცვა სადოქტორო თემაზე: “ციმბირელ შამანთა ფუნქციები”. ასევე დაამთავრა ჰალეს უნ-ტი (1912-1914) და გახდა ფილოსოფიის დოქტორი და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრი (1914). ჩაირიცხა პეტერბურგის უნ-ტის. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის ქართულ-სომხურ-სპარსული განყ-ბაზე თავისუფალ მსმენელად (1916). გამოაქვეყნა პირველი კვლევა საორბისის 1152 წლის მცირე ტაძრის შესახებ (1914), რ-იც იყო პირველი ნაბეჭდი კვლევა ქართ. ხელოვნების ისტორიის საკითხებზე. ხელმძღვანელობდა ანისის ექსპედიციას (1916), რის საფუძველზეც შეადგინა ანისის ბ-კ.-ს კატალოგი. ჩ.გ. ადგენდა სალექსიკონო ბარათებს ფრაზეოლოგითურთ გ. ხანძთელის ცხოვრების ტექსტის მიხედვით. მისი კვლევის ძირითად საგანს შუა საუკუნეების ქართ. ხელოვნება წარმოადგენდა. მან სტილისტურ-შედარებითი ანალიზის მეთოდზე დაყრდნობით დაადგინა ქართ. ხუროთმოძღვრების განვითარების ეტაპები. მანვე მოახდინა მრავალი არქიტ. ძეგლის გრაფიკული დოკუმენტაცია. პირველმა დაამუშავა კრიტ. წერილობითი წყაროები ძეგლთა შესახებ, დაათარიღა და დააჯგუფა მნიშვნელოვანნი. გამოყო შუა საუკუნეების ქართ. ხელ. ისტორიის რამდენიმე საფეხური: ადრეული (IV-VI სს.), კლასიკური (VI-VII სს.), გარდამავალი (VIII-IX სს.), ცხოველხატული (X-XII სს.), გვიანი (XIV-XVIII სს.). მის მიერ განხორციელებულმა კვლევამ შესაძლებელი გახადა სხვადასხვა არქიტ. მიმართულებისათვის დამახასიათებელი სტილური ნიშნების იდენტიფიცირება და თითოეული მათგანისთვის ნიშანდობლივი ფორმათა რეპერტუარის განსაზღვრა. კვლევის პროცესში გამოვლინდა მრავალი აქამდე უცნობი ძეგლი. კახეთის ხუროთმოძღვრების დეტალურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ შუა საუკ. საქართვ. ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა რამდენიმე დამოუკიდებელი არქიტ. სკოლა. რასაც განიხილავს IV ს.-დან VII-VIII სს. ადრეფეოდალური ხანის ქართ. ხელოვნება ისტორიის I ტომში (1936). შეისწავლა და დაადგინა ბაზილიკათა უცნობი ნიმუშები. გამოავლინა უგუმბათო შენობათა ტიპები. მათ შორის იყო სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპი, რასაც განიხილავს ორტომიან წიგნში კახეთის ხუროთმოძღრების შესახებ (1956), რაც მოიცავს IV ს.-დან XVIII ს.-ს. ხუროთმოძღვრულ თემასთან დაკავშირებით ზოგადი პრობლემები განხილული აქვს ბოლნისის სიონისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში (1940). პირველმა მიაქცია ყურადღება ქართ. ხალხ. და საერო არქიტ. გამოსცა ხუთი ალბომი, ქართლში გავრცელებული უძველესი ტიპის გლეხურ საცხოვრ. სახლებზე, რ-იც დარბაზის სახელითაა ცნობილი. დეტალურად გამოიკვლია ქართ. და სომხ. ძეგლები და დაადგინა, რომ მცხეთის ჯვარი და ატენის სიონი არ წარმოადგენს შემთხვევით შემუშავებულ არიქტექტურულ ტიპს, არამედ ქართ. ხუროთმოძღვრების ხანგრძლივი წინა ევოლუციის შინაგანი, ორგანული განვითარების შედეგია და წარმოადგენს ტეტრაკონქის არქიტ. ტიპს. მათ მხოლოდ ზოგადი ტიპობრივი კავშირი აქვს სომხურ ძეგლებთან. დამუშავებული აქვს ქართ. წინარექრსიტიანული არქიტ. და ოქრომჭედლობის საკითხები, შეისწავლა V-VII სს. ქვის პლასტიკისა და VIII-XVIII სს. ქართ. ლითონმქანდაკებლობის მრავალრიცხოვანი ნიმუში და გამოარკვია შუა საუკუნეების ქართ. ქანდაკების ისტ. ეტაპები, რასაც განიხილავს ორტომიანი ნარკვევში “ქართული ოქრომჭდლობა” (1956) და “ქართული ოქრომჭედლობის ალბომი” (1957). ოქრომქანდაკებელთა ნამუშევრების დაჯგუფებამ ცხადყო მათი შესრულების რამდენიმე კერის არსებობაც საქართვ. სხვადასხვა კუთხეში. იყო ქართ. გამოქვაბული კომპლექსების სახელოვნებათმცოდნეო კვლევის წამომწყები. არკვევდა რა დავითგარეჯის მრავალმთის მონასტრების ისტორიას, მან გამოთქვა მნიშნელოვანი მოსაზრებანი X-XIII სს. ქართ. კედლის მხატავრობაზე და დასახა მისი შესწავლის მრავალი პრობლემა. დაწერილი აქვს მოხსენებები და ნარკვევები ქართ. საბჭ. არქიტექტურის შესახებ. ფუძემდებლურია ჩ.გ.-ს დაკვირვებანი XIX ს. და XX ს. დამდეგის ქართ. არქიტექტურის თაობაზე. მისმა შრომებმა ცხადყო ქართ. ხელოვნების ისტ. და მხატვრული ღირებულება, მისი ეროვნ. თვითმყოფადობა; მათში ნაჩვენებია მისი მიმართება მეზობელი ქვეყნების კულტურასთან, მისი ადგილი და წვლილი ევრაზიის ხელოვნების ისტორიაში. შემუშავებული და რამდენიმე გამოკვლევაში წარმოდგენილი აქვს შუა საუკ. სომხ. ხუროთმოძღვრების ისტორიის საკუთარი კონცეფცია; იგი ავტორია ნაშრომებისა სირ., სპარს., კავკ., გერმ. ხელოვნ. საკითხებზე. ქართ. და სომხ. ძეგლების კვლევამ მას შესაძლებლობა მისცა გადაესინჯა მეცნიერებაში დამკვიდრებული შეხედულება ადრინდ. ქრისტ. და ე.წ. “ბიზანტიური” წრის ხელოვნების ერთგვაროვნებასა და ისტ. გზების ერთიანობაზე. მან ერთმა პირველთაგანმა მიაქცია ყურადღება აღმ. საქრისტიანოს სხვადასხვა ხალხის ხელოვნების განვითარების თავისებურებას. მის კვლევით მეთოდს ახასიათებს ნაწარმოების მრავალმხრივი ანალიზი, მისი ფორმისეული, სტილისტური და შინაარსობრივი რაობის გახსნა, მხატვრულ მოვლენათა დაკავშირება საერთო-კულტურულსა და სოც.-პოლიტ. ვითარებასთან.
თხზ.: Чубинашвили, Г. (1918). Город Ани. — Орион Ілит.-полит. ежемесячник 1, Тб. Nº3, c. 69-81; ჩუბინაშვილი, გ. (1922). თარიღებისთვის მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი. ტფ. უნ-ტის მოამბე. ტ. 2. გვ.22-65; Чубинашвили, Г. (1922). Малая церковь Мцхетского Джари. — Вестник Тифлис. ун-та, т. 2, с. 22-65; ჩუბინაშვილი, გ. (1922) გლეხის დარბაზი დიღომში., თბილ.: საქ. სამხატვრო აკად. გამ-ბა.; ჩუბინაშვილი, გ. (1925). ქართული არქიტექტურის გზები. თბ., ტექნიკა და შრომა; Chubinashvili, G. (1929). Formiggini Enciclopedia delle Enciclopedie, t.VI Arte. Roma; ჩუბინაშვილი, გ. (1940). ბედიის ოქროს ბარძიმი. გამოცემა საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე: ტომი X, თბ.: ტექნიკა და შრომა; ჩუბინაშვილი, გ. (1946). კიდევ არუჭის ტაძრის დათარიღების საკითხისათვის. საქ. სსრ. მეცნ. აკად. მოამბე, ტომი 7, N8; ჩუბინაშვილი, გ. (1956). ბორჯომის რაიონის სოფ. დაბის მახლობლად მდებარე ეკლესიის ტიმპანზე წარწერის თარიღის საკითხისათვის. საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, თბილ. ტ. XVII, N9.; ჩუბინაშვილი, გ. (1966). ერთ-ერთი უძველესი სამეკლესიანი ბაზალიკა ქვემო ქართლში; კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები. თბ., გვ.80-90: 2 ტაბლ.; ჩუბინაშვილი, გ. (1967). გვიანი შუასაუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების ერთი უცნობი ძეგლი; საიუბილეო კრებული, მიძღვნილი აკაკი შანიძის დაბადების 80 წლისთავისადმი.თბ., გამ-ბა.ორიონი, გვ.311-317.