-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ჭრიკიშვილი ნინო გელას ასული (14. V. 1986, თბილისი), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი, ესპანური ფილოლოგიის სპეციალობით (2009). არის ფილოლ. დოქტორი (2012); თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2012-დან); ახალგაზრდა მეცნ. საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელი (2015). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „სტაბილურობა და ვარიაციულობა ესპანური ენის ფონოტაქტიკურ სისტემაში“ (2012). იგი ავტორია 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა და 2 მონოგრაფიისა: „არაბიზმები ესპანურ ენაში“ (საენათმეცნიერო ძიებანი, 2008, [ტ.]27); „პრერომანული ლინგვისტური სუბსტრატი ესპანურ ენაში“ (Scripta manent, 2011, N2); „Lasgos foneticos de los idiomas y dialectos de espaca“ (ენა და კულტურა, 2012, N 7); „ესპანური ენის კონსონანტური კომპლექსებისათვის დამახასიათებელი ფონეტიკური ტრანსფორმაციები“ (Scripta manent, 2015, N 1); „მეტყველების ნაწილების კლასიფიკაციის ისტორიიდან: (ნებრიხადან სამეფო აკადემიის უახლეს გრამატიკამდე)“ (ენა და კულტურა, 2021, N 25). მის ნაშრომებში შესწავლილია ესპანური ენისა და ლიტ-რის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რიგი საკითხების კონტრასტულ ანალიზს.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჭრიკიშვილი, ნ. (2025). ესპანური და ქართული ენების კონტრასტული გრამატიკა. თბ., აკადემიური წიგნი, ISBN: 9789941993602; ჭრიკიშვილი, ნ. (2015). ესპანური ენის ხმოვნებისა და თანხმოვნების დიაქრონიული ფონოტაქტიკა. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941109461.