ჭრელაშვილი ილია კონსტანტინეს ძე (29.VIII.1963, თბილისი), ფილოლოგი, მხატვარი, მხატვარ-ილუსტრატორი; საქართვ. ახალგაზრდა მხატვართა კავშირის წევრი (1987). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1985); პარალელურად სწავლობდა თსუ-ის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტზე (1980–1983); მუშაობდა თსუ-ის ესთეტ. აღზრდის მეთოდოლ. სამეცნ. კვლევით ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელად (1987-2006); კითხულობდა დიზაინის ხელოვნების კურსს თსუ-ის საზ. ურთიერთობათა ფაკ-ტზე (2005-2006); იყო: თსუ-ის ხელოვნების ფაკ-ტის, ხატვა-ფერწერის მასწავლებელი (1987-2006); “რუსთავი-2 პრინტი”, გაზეთი “24 საათი” მხატვარი-დიზაინერი (2002-2006); საბავშვო გაზ. “12-მდე” და “12 მტრედის” რედ., მხატვარი-დიზაინერი (2005-2010); “ESM” სკოლა-ლიცეუმის სამხატვრო სტუდია “ლიდერის” ხატვისა და ფერწერის მასწ. (2008-2010); საბავშვო ცენტრ ”12 მტრედთან” არსებული სამხატვრო სტუდიის ხატვისა და ფერწერის მასწ. (2012-2015). არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის მოწვეული ლექტორი (2015-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:“სახვითი ხელოვნების ტერმინოლოგია ქართულში” დამიენიჭა ფილოლ. მეცნ. კანდ. სამეცნ. წოდება (1999); გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. შრომები სახვ. ხელოვნების ტერმინოლოგიის საკითხებზე; გაფორმებული აქვს საბავშვო მწერლებისა და პოეტების (ო. იოსელიანის, ნ. გელაშვილის, ი. მალაციძის, ლ. ცუცქირიძის, ვ. გულეურის, მ. წიკლაურის, ალ. დიდებაშვილის და სხვათა) ნაწარმოებები; საბავშვო გაზეები; საშ. სკოლის სახელმძღვანელოები (დედა ენა, ბუნება, რუსული ენა) და სხვა. მონაწილეობს განათლების სამინისტროს პროექტებში, როგორც ნაბეჭდი გამოცემების მხატვარ-ილუსტრატორი.