ჭყონია ამირან ჯამბულის ძე
ჭყონია ამირან ჯამბულის ძე

ჭყონია ამირან ჯამბულის ძე (01.VIII.1998, ქობულეთი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ–ის ბაკალავრიატი ქიმიის სპეციალობით (2020) და მაგისტრატურა ქიმ. ექსპერტიზის სპეციალობით (2023). მიღებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი, საგანი ქიმია (2021). არის თსუ–ის  შიდა საუნვერსიტეტო ოლიმპიადის გამარჯვებული (2018, 2019). მუშაობდა სს მეგა–ლაბის ლაბორანტის ასისტენტად (2020–2022). იგი თსუ–ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზ.-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელია (2024–დან). ჭ. ა.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა საქართვ. ტერიტორიაზე არსებული ცეოლითური მინერალები. მათი ფიზ.-ქიმ. თვისებების, გაზების, ორთქლების და სითხეების შერჩევითი (სელექციური) სორბციისუნარიანობის, კატალიზური და იონმიმოცვლითი აქტიურობის შესწავლა. აქტიურად მუშაობს ცეოლითების გამოყენების შესაძლებლობებზე მრეწველობაში და სოფლის მეურნეობაში.