ჭოტორლიშვილი ლევან  ლეონიდეს ძე
ჭოტორლიშვილი ლევან ლეონიდეს ძე

ჭოტორლიშვილი ლევან ლეონიდეს ძე (17. X. 1972, თბილისი), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1994), ასპირანტურა - თეორ. და მათ. ფიზიკის სპეციალობით (1998); მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიტატის წოდება (სადისერტაციო ნაშრომის თემა: “Спектральная диффузия и релаксация ядер в твердых телах - содержаших туннельные двухуровнобые системы”, 1998); შემდეგ კი - ფიზ.  მათ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (სადისერტაციო ნაშრომის თემა: „Необратимые явления в микро и макро системах“, 2005); არის წინანდლის პრემიის ლაურეატი  (2001). იგი  თსუ-ის თეორ. ფიზიკის კათედრაზე მუშაობდა ჯერ დოც., ხოლო შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე  (2000-2007); სხვადასხვა წლებში მუშაობდა აუგსბურგის და ჰალე-ვიტენბერგის (გერმანია), ლინცის (ავსტრია) უნ-ტებში, მაქს პლანკის ინ-ტში (გერმანია) (2008-დან).  იგი ჟეშუვის  უნ-ტის პროფესორია (პოლონეთი, 1922); სამეცნ. ინტერესები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სტატისტ. ფიზიკა,  კვანტური თერმოდინამიკა,  დინამიური სისტემები და არაწრფივი დინამიკა,  ინფორმაციის კვანტური თეორია,  კონდენსირებული გარემოს ფიზიკა, კვანტური მეტროლოგია, ნეიტრინოს ფიზიკა,  ნეირომორფული სისტემები. არის ორასამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მათ შორისაა: “თოვლით დაფარული ნიადაგის ტემპერატურის პერიოდული რხევების შესახებ, გარემოში” (1966);  ”გიბერელინის გავლენა თუთის ნაყოფმსხმოიარობაზე” (1966); ,,წრფივი წყაროდან პასიური ნარევის გავრცელება ტურბულენტურ გარემოში” (1970); ,,წერტილოვან წყაროდან პასიური გავრცელება ტურბულენტურ გარემოში“ (1970); ,,პოლიმერული სიმტკიცის პროგნოზირება მზის რადიაციის გათვალისწინებით” (1972); ,,ელექტრული და ბირთვული დამაგნიტებულობის არაწრფივი გადაბმული რხევები თხელ ფერომაგნიტურ ფირფიტაში” (2000); ,,დამახინჯებულ იმპულსიანი სპინური ექო ამორფულ ფერომაგნეტიკებში მყოფ ორდონიან სისტემებში” (2001).