-
ავტორი
- კატეგორიები: ფოლკლორისტი
ჩოლოყაშვილი რუსუდან კონსტანტინეს ასული (03.I.1950, თბილისი – 31.VII.2025, თბილისი), ფოლკლორისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1998). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი თურქ. ფილოლოგიის განხრით (1971). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ფოლკლორის განყ–ების მეცნიერ თანამშრომელი (1971-2006), მთ. მეცნიერ თანამშრომელი და ფოლკლორის განყ–ების ხელმძღვ. (2006). დაჯილდოებული თბილ. უნ–ტის ოქროს მედლით (2024). ჩ.რ.-ს ინტერესის სფეროა ზღაპრის, მისი ყველა ქვეჟანრის, კვლევა, შესაბამისად, იგი არის სამი მონოგრაფიის ავტორი: „უძველეს რწმენა-წარმოდგენათა კვალი ხალხურ ზღაპრულ ეპოსში“ (2004); „ცხოველთა ეპოსი“ (2005); „ზღაპარი და სინამდვილე“ (2009) და „ზღაპართმეტყველებიდან სიტყვიერებამდე“ (2015).
თხზ.:ჩოლოყაშვილი, რ. (თანაავტორი). (2010). ანტისაბჭოური სიტყვიერება: ზეპირი ისტორიები, გადმოცემები (1921–1991). თბ., ნეკერი; ჩოლოყაშვილი, რ. (2019). ქართული ხალხური პროზის მრავალტომეული: ტ. I, ცხოველთა ეპოსი. თბ., აკად. წიგნი; ჩოლოყაშვილი, რ. (2019). ქართული ხალხური პროზის მრავალტომეული: ტ. II, ამირანიანი. თბ.; ჩოლოყაშვილი, რ. (თანაავტორი). (2019). 1836-1927 წლების რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა, ნაწილი I. თბ., მერიდიანი; ჩოლოყაშვილი, რ. (თანაავტორი). (2020). 1836-1927 წლების რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა, ნაწილი I I. თბ., შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტი; ჩოლოყაშვილი, რ. (2024). ქართული ხალხური პროზის მრავალტომეული: ტ. III, ქართული მითები. თბ.; ჩოლოყაშვილი, რ. (2024). ქართული ხალხური პროზის მრავალტომეული: ტ. IV, ეთერიანი. თბ.;ჩოლოყაშვილი, რ. (2025). ქართული ხალხური პროზის მრავალტომეული: ტ.V, სვანური ზღაპრები. თბ..