-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ჩოხელი ეკატერინე ნოდარის ასული (11.XII.1970, თელავი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის საინჟ.-ეკონომიკის ფაკ-ტი (1992) და სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში სამრეწვ. წარმოების ორგანიზაციის სპეციალობით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ,,დარგობრივი მართვის რეორგანიზაცია და ახალი საბაზრო სტრუქტურების ფორმირების კანონზომიერებანი ღვინის მრეწველობაში. (კახეთის მხარის მიხედვით)" (1997) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი. მიიღო დოცენტის აკად. წოდება (2005). არის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი (206–დან). იყო სამრეწვ. ინოვაციების ლაბორატორიისა და ბიზნეს ინკუბატორის მენეჯერი (2015-2017). საქველმოქმედო ორგანიზაცია “სწავლის ხელშემწყობი ფონდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი დ. ნარმანიასთან, მ. ხარხელთან და ს. მირცხულავასთან ერთად. ფონდი დაეხმარა ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველ 252 წარჩინებულ სტუდენტს და გასცა 131 760 ლარზე მეტი დახმარება (2015-2021). პროფ. ჩ.ე. არის ავტორი (თანაავტორი) 5 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი (თანაავტორი).
თხზ.: ჩოხელი, ე. (თანაავტორი). (2011). ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. თბ., სიტყვა, ISBN 9789941917653; ჩოხელი, ე. (2013). სტრატეგიული მენეჯმენტი. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941179082; ჩოხელი, ე. (თანაავტორი). (2021). კონკურენტუნარიანობის შეფასება აბიტურიენტების დამოკიდებულების კვლევის საფუძველზე. თბ., ISBN, 9789941947653.