ჩოგოვაძე თინათინ ვასილის ასული
ჩოგოვაძე თინათინ ვასილის ასული

ჩოგოვაძე თინათინ ვასილის ასული (19.IX.1949, ქუთაისი), ქიმიკოსი. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის მე-5 საშ. სკოლა (1966). იმავე წელს ჩაირიცხა თსუ–ის  ქიმიის  ფაკ–ტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა სპეციალობით მაღალმოლეკულურ ნაერთთა (მმნ) ქიმია (1971). იყო თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტის  მმნ ქიმიის კათედრის ასპირანტი (1973-1975). თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “დიციკლოპენტენილის რადიკალის შემცველი სილიციუმორგანული ნაერთების სინთეზი და პოლიმერები მის საფუძველზე“ (ხელმძღვ. - პროფ. ა. ნოღაიდელი და პროფ. ლ. ხანანაშვილი, 1979).  მუშაობდა მმნ ქიმიის  კათედრაზე სხვადასხვა სახელშეკრულებო თემებში,  ჯერ უმცროს,   შემდეგ უფრ. მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე (1972-1981). ჩ.თ.–ს უნ–ტის სამეცნ. საბჭომ მანიჭა დოცენტის სამეცნ. წოდება (1988);  მმნ ქიმიის კათედრაზე მუშაობდა დოცენტის თანამდებობაზე (1988-2005);  რ. შუმანის სახ. ევროპულ სასწავლებელში, კერძოდ, მ. ბროსეში, მუშაობდა უფრ. მასწავლებლის თანამდებობაზე  (2006-2023). მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 46 სამეცნ. სტატია და 4 სამეცნ. წიგნი .    

თხზ.: Чоговадзе, Т., Цомая,  Н., Лежава Л., Котрикадзе, Э., Какулия, Ц. (2003). Термическое превращение кремний и германийацетиленовых карбонилсодержа-щих соединений.    Известия Акад. Наук Грузии, сер. Хим.  29(1-2), 9-14; Чоговадзе, Т., Кацитадзе, М., Накаидзе, Л., Гвенцадзе, Д. (2003). О синтезе  и некоторых  свойствах  полиорганосилазасилоксана с трициклодеценильным радикалом  у атома кремния.  Известия Акад. Наук Грузии, сер. Хим. 29(1-2), 20-22; Чоговадзе, Т., Лежава, Л., Котрикадзе, Э., Какулия, Ц., Ногайдели, Г. (2003). Взаимодей-ствие кремний и германийацетиленовых алдегидов и кетонов с магнийорганическими соединениями. Известия Акад. Наук Грузии, сер. Хим. 29 (3-4)ю  210-216.