-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საქონელმცოდნე
ჩოგოვაძე შოთა კირილეს ძე (1913, ქუთაისი). დაამთავრა ქუთაისის პედ. ტექნიკუმი (1930), ლენინგრადის საბჭ. ვაჭრობის ინ-ტი (1932-1936), იქვე – ასპირანტურა. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ლენინგრადში დაიცვა საკანდ. დისერტაცია და მიენიჭა მეცნ. კანდ. წოდება (1950). ჩ. შ.-ს თსუ–ში ეკავა საქონელმცოდნეობისა და ტექნ. კათედრის გამგის თანამდებობა (1958-1974), იყო დეკანის მოადგილე დაუსწრებელი სწავლების დარგში. მიენიჭა პროფესორის წოდება (1989). გათავისუფლდა პენსიაზე გასვლის გამო (1995). გამოაქვეყნა მრავალი სამეცნ. ნაშრომი და თეზისი რუსულ და გერმანულ ენაზე.
თხზ.: ჩოგოვაძე, შ. (1980). ქართული თაფლი. თბ., საბჭ. საქართვლო; ჩოგოვაძე, შ. (1986). სახამებლის, მისი გადამუშავების პროდუქტების, თაფლის, შაქრის, საკონდიტრო ნაწარმის საქონელმცოდნეობა. თბ., უნ-ტის გამ-ბა.