-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჩობანიანი სერგო აკოფის ძე (13.X.1942, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ფიზიკოსის კვალიფიკაციით (1965). მუშაობს საქართვ. ტექნ. უნ-ტის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომელად, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელად (1968-დან); მიჩიგანის სახელმწ. უნ-ტი, ალბათობა და სტატისტიკა (აშშ, 1996-2020). თანამდებობა: მიწვეული პროფესორი (1996-2020); ISET (ეკონომიკის საერთაშ. სკოლა, თსუ, 2010-2014), სტრუქტურული ერთეულის, ალბათობა და სტატისტიკის მიწვეული პროფესორი. მას ეკუთვნის 60 პუბლიკაცია, რ–ებიც ეხება გაუსის ზომის თეორიას, ვექტორული სტაციონარული პროცესების თეორიას და ვექტორული შესაკრებების გადანაცვლებებთან დაკავშირებულ უტოლობებს. არის თანაავტორი მონოგრაფიის "ალბათური განაწილებები ბანახის სივრცეებში". მიჩიგანის სახელმწ. უნ-ტში, ამერიკელ კოლეგებთან ერთად გამოაქვეყნა 15 სტატია. იყო პროექტების SRNSF, FR/539/5-100/13 და GNSF/ST08/3-384 ხელმძღვ. და ინიციატორი. არის უკრაინული ჟურნ. "სტოქასტური პროცესების თეორია" სარედაქციო საბჭოს წევრი. ფიზ.-მათ. მეცნ. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (1996).