ჩლაიძე ივანე (ივლიანე) ნესტორის ძე (1879, სოფ. ბარი (ონი) -1959), პედაგოგი, სას. პირი. დაამთავრა ქუთაისის სას. სემინარია (1900). დაინიშნა ზემო სვანეთში, სოფ. ცხუმარის ქრისტიანობის აღმდგენელი საზ-ბის სკოლის მასწავლებლად (10.IX.1901-1904); პედ. მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის რ-ნის სასწ. განყ-ბამ გამოუცხადა მადლობა (19.IX.1901). იყო წინამძღვარი ონის რ-ნის, სოფ. სამთისის წმ. გიორგის ეკლესიისა (1904-1917) და სოფ. ტბეთის, ამბროლაურის მთავარანგელოზის ეკლესიისა (1904); სამთისსა და მიმდებარე სოფლებში ეწეოდა აქტიურ პედ. მოღვაწეობას. ასწავლიდა საღმრთო სჯულსა და გალობას ადგილ. სამრევლო სკოლებში. იყო ბარის სახ. სასწავლებლის მეთვალყურე, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი (1917) და “ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების” დამხმარე წევრი(1917-1918).
ლიტ.: საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 4; თსუ-ის ისტორიის მუზეუმი, ნმ.1631/181; ილიას სახ. სახელმწ. უნ-ტი, ქშწკგს პროსოპოგრაფი.