ჩლაჩიძე გურამ არჩილის ძე
ჩლაჩიძე გურამ არჩილის ძე

ჩლაჩიძე გურამ არჩილის ძე (28.III.1962). დაამთავრა ცხინვალის მეოთხე საშ. სკოლა (1979) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (მეფი) (1984-დან); ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, რუსეთი, დუბნა), ჯერ როგორც თსუ-ის  მეფი-დან მივლინებული, შემდეგ როგორც მიწვეული მეცნიერ-მკვლევარი (1986-2001). ჩ. გ.-ს მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი, სადისერტაციო ნაშრომზე: „Исследование X(1450) и X(1900)-мезонов, образованных в центральной области pp-взаимодействия при импульсе 450 ГэВ/с“ (JINR, 1997). ჩ. გ. მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. თანამშრომლობების კვლევებში სხვადასხვა ექსპერიმენტებზე: ბირთვული კვლევების ევრ. ცენტრში (CERN, შვეიცარია, ჟენევა); ბირთვული კვლევების ნაციონალ ინ-ტში (INFN, იტალია, პიზა) და  CDF ექსპერიმენტზე ე. ფერმის სახ. ამაჩქარებლების ნაციონალურ ლაბორატორიაში (Fermilab, აშშ, ჩიკაგო). ჩ. გ.-ის სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, კერძოდ, მეზონური სპექტროსკოპია, ტოპ კვარკის ფიზიკა, ზეგამტარი მაგნიტები ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებლებისთვის. არის მრავალი სამეცნ. ღონისძიებისა და საგრანტო პროექტის მონაწილე, 1000-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Measurement of the top quark mass using the MINUIT fitter in dilepton events at CDF“ (FERMILAB-PUB, 2005); „Measurement of the top quark mass with the dynamical likelihood method using lepton plus jets events with b-tags in p-pbar collisions at 1.96-TeV“ (Phys. Rev. D 73, 2006); „Precise Measurement of the Top Quark Mass in the Lepton + Jets Topology at CDF II“ (Phys. Rev. Lett. 99, 2007); „Magnetic Measurements of HL-LHC AUP Cryo-Assemblies at Fermilab“ (IEEE Trans. Appl. Supercond. v 32, iss. 6, 2022 -Contribution to 27th Intern. Conf. on Magnet Techn.); „A Quench Detection and Monitoring System for Superconducting Magnets at Fermilab“ (IEEE Trans. Appl. Supercond. v 32, iss. 6, 2022 - Contribution to 27th Intern. Conf. on Magnet Techn.); „Quench Performance of the First Pre-series AUP Cryo-assembly“ (IEEE Trans. Appl. Supercond. v 34, iss. 5, 2024-Contribution to 28th Intern. Conf. on Magnet Techn.). ჩ. გ. მუშაობს ე. ფერმის სახ. ამაჩქარებლების ნაციონალურ ლაბორატორიაში (2002-დან). მისი კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC, CERN) მოდერნიზაციისთვის საჭირო ზეგამტარი მაგნიტების შესწავლას და განვითარებას. ჩ. გ.-ს მჭიდრო სამეცნ. კონტაქტები თანამემამულე კოლეგებთან, ზრდის ქართვ. ფიზიკოსის ჩართულობას გლობალურ სამეცნ. პროექტებში.