ჭკუასელი მიხეილ ლომგულის ძე
ჭკუასელი მიხეილ ლომგულის ძე

ჭკუასელი მიხეილ ლომგულის ძე (10.IX.1970, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა მაკროეკონომიკის სპეციალობით  (1992); საქართვ. მეცნ. აკადემიასთან არსებული პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის ასპირანტურა (1995); თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის დოქტურანტურა (2020). იყო სს "თიბისი ბანკის" გენ. დირექტორი (1993-1995);  სახელმწიფოს მეთაურის სახელმწ. რწმუნებული გურიის მხარეში - გუბერნატორი (1995-1997); საქართვ. ფინანსთა მინისტრი (1997-1998); შპს "ფინანსების და მარკეტინგის მენეჯმენტის ჯგუფის" (2001-2002) და ქართულ-ავსტრიული ერთობლივი საწარმო შპს "მეტეხის" სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე (2001-2007); შპს "ვინოტერას" მმართველი პარტნიორი (2007-2009);  შპს "ვინივერიას" მმართველი პარტნიორი (2009-2010); ჩაის ქართ. ბრენდის "გურიელის" გენ. დირექტორი (2010); იყო ბიზნესპარტნიორი ,,ბიზნესი და ეკონ. მედია პლატფორმის“ და ყოველდღიური ანალიტიკური სატელევიზიო გადაცემის თანაწამყვანი (2019); საქართვ. სავაჭრო-სამრეწვ. პალატის ბიზნეს კვლევების სახლის მთ. მკვლევარი (2020); პერუს რეპ. საპატიო კონსული თბილისში (საქართველო, 2020). ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (1989-1997).