ჩხიტუნიძე მარინა სავლეს ასული
ჩხიტუნიძე მარინა სავლეს ასული

ჩხიტუნიძე მარინა სავლეს ასული (14.VIII.1980, სოხუმი), მათემატიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ტი  (2003). თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტის უმცროსი მეცნ.–თანამშრ. (2003); ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ., დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„მაგნიტური ველის ტოპოლოგიური თავისებურებები დედამიწის მაგნიტოსფეროს დღის მხარის საზღვრის მახლობლად“ და მიენიჭა მეცნ. დოქტორის აკადემ.  ხარისხი (2008); უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (2012). მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,კომპიუტერული პროგრამების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის საკითხები მართლმსაჯულება” (სამეცნ.-პრაქტ. ჟურნ.: საქართველოს უზენაესი სასამართლო, 2007); ,,შობადობის, სიკვდილიანობისა და მოსახლეობის ზრდის ტემპების ცვალებადობა საქართველოში 1994-2023 წლებში” (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია: „კომპლექსური გეოფიზიკური მონიტორინგი საქართველოში: ისტორია, თანამედროვე პრობლემები, ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“, შრომები, 2024, უნ-ტის გამ-ბა); ,,ჰაერის ეფექტური ტემპერატურის დღიური მნიშვნელობების სტატისტიკური მახასიათებლები მისენარის მიხედვით ბათუმში” (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია: „კომპლექსური გეოფიზიკური მონიტორინგი საქართველოში: ისტორია, თანამედროვე პრობლემები, ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“, შრომები, 2024, უნ-ტის გამ-ბა). ხიშვილის სახ. თსუ-ის გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ტი (2003). იყო: თსუ–ის გეოფიზიკის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი (2003); უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (2012). მინიჭებული აქვს მეცნ. დოქტორის აკადემ.  ხარისხი (2008).