ჩხეტიანი ნათელა ალექსანდრეს ასული
ჩხეტიანი ნათელა ალექსანდრეს ასული

ჩხეტიანი ნათელა ალექსანდრეს ასული (20.IX.1934, ცაგერი-31.01.2025, თბილისი). დაამთავრა  პოლიტექნ. ინ-ტი, არაორგ. ნივთიერებათა ტექნოლ. სპეციალობით (1956); ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ ენებს. ჩ. ნ. იყო საქართვ. ფერადი ლითონების საძიებო ტრესტის ცენტრ. ქიმ. ლაბორ., ქიმიკოს-ანალიტიკოსი (1956); საქართვ. ნახშირების საძიებო ტრესტის  თბილ. კომპლ. ექსპედიციის ცენტრ. ქიმ. ლაბორ., ქიმიკოს-ანალიტიკოსი (1957-60); საქართვ. გეოლ. სამმართველოს კომპლექსური ლაბორ.,  ქიმიკოს-ანალიტიკოსი (1960–63); საქართვ. სამშენებლო მასალების და სილიკატების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის, უმც. მეცნიერ-თანამშრომელი (1963–71); ალ. თვალჭრელიძის სახ.  მინ. ნედლეულის კავკასიის ინ-ტის, ანალიზური ქიმიის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომლი (1971–73); უფრ. ინჟინერი (1973–89); ანალიზური ქიმიის ლაბორ.  გამგე (1989-94); უფრ. მეცნიერ-თანამშრომლი (1994-2005); მეცნიერ-თანამშრომლი (2006-2021); წამყვანი ინჟინერი (2022-2025); დაჯილდოებულია თბილ. სახელმწ. უნ-ტის მედლით ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნ. მოღვაწეობისთვის (2016). მისი კვლევის შედეგები ასახულია ინ-ტის სამეცნ. ანგარიშებში, გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნ. და გამოცემულია  დარგ. ინსტრუქციების სახით : „Ионометрическое определение бора  в виде BF-4 в горных породах“ (Заводская лаборатория, 1983, т. 49, №10); „Ионометрическое определение бора  в горных породах и рудах“ (Заводская лаборатория, 1983, т.55. №1); „Ионометрическое определение бора  в горных породах и рудах“ (Научный совет по аналитическим методикам при ВИМС-е, Инструкцыя, 1989, № 281-х); „Ионометрическое определение бора  в водах“ (Научный совет по аналитическим методикам при ВИМС-е. Инструкцыя, 1990, № 334-х).

თხზ.: ჩხეტიანი, ნ. (თანაავტორი). (2009). ბუნებრივ და ჩამდინარე წყლებში ბორის განსაზღვრის იონომეტრული მეთოდი: მნკი-ს საიუბილეო შრ. კრ. თბ., საბჭ. საქართველო;  Чхетиани, Н. (თანაავტორი). (2016). К анализу сулфидных руд при експрессном одновременном определении золота, серебро, меди, цинка и свинца. Украина, Донецк, Ноулидж.