ჩხეიძე თინა კალისტრატეს ასული (06.II.1928, თბილისი — 14.IX.2018, თბილისი), სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1997), საქართვ. ეროვნ. აკადემიის აკად. (1996), სოხუმის უნ-ტის მაკროეკონ. კათედრის პროფესორი (2003), ეროვნ. და საინჟ. აკადემიების ნამდვ. წევრი (2005). ქიმიკოსი, სწავ. აგრონომი-სუბტროპ., ნიადაგთმცოდნე, აგროეკონომისტი. დაამთავრა თბილ. ფარმაცევტული ტექნიკუმი (1942), რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ უგამოცდოდ ჩაირიცხა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტზე (1950). დაამთავრა საქართვ. სუბტროპ. მეურნ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი (1955–1967) და თბილ. ბიზნესისა და მარკეტინგის ინ-ტი, საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების სპეციალობით (2002). საქართვ. შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სას.-სამ. ინ-ტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობით (1965). ხარკოვის სას.-სამ. ინ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საქართველოს კარბონატულ ქანებზე განვითარებული ნიადაგები“ (1989). მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორისა და პროფესორის აკად. ხარისხები (1990). სწავლის პარალელურად მუშაობდა თბილ. 26 კომისრის რ-ნის სანეპიდ სადგურში, სამრეწვ. ქიმ. ლაბორატორიაში ქიმიკოსად (1950-1954). მუშაობდა საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტში, ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე - ქიმიკოს-ლაბორანტად (ქუთაისი), შემდეგ ასისტენტად და დოცენტად (სოხუმი)სადაც კითხულობდა ლექციებსაც (1954–1971). სამეცნ. საქმიანობას აგრძელებდა თბილ. „ვნიიგორსელმაშში“–სამთომიწათმოქმედების მექანიზაციის საკავშ. სამეცნ.-კვლევით ინ-ტში, უფრ. მეცნიერ მუშაკად, ნიადაგის დამამუშავებელი მანქანა-იარაღების გამოცდის განყ-ბაში. მისი მონაწილეობით გამოცდილი და პრაქტიკაში დანერგილია მრავალი სას.-სამ. მანქანა-იარაღი(1971–1991. იგი მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტში წამყვან მეცნ. მუშაკად, სწავლულ მდივნად და დირექტორის მოადგილედ. იყო სამეცნ. საბჭოს თავ–რე (1991-დან). სამეცნ.-კვლევითი მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს საქართვ. აგრ. უნ-ტში, ქუთაისისა და სოხუმის სუბტროპ. მეურნეობასა და პუშკინის სახ. პედ. ინ-ტებში, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის სოხუმის ფილიალში, თბილ. მართვის ინ-ტში, ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლ. სკოლაში და სხვ.. მის მიერ შედგენილი და გამოქვეყნებულია სახელმძღვანელო „სოფლის მეურნეობის ეკონომიკა ეკოლოგიის საფუძვლებით“(2000). მოღვაწეობდა ტერმინოლოგიის სფეროშიც. შეადგინა:„ნიადაგთმცოდნეობის ტერმინოლოგია“ (ქართ.-რუს., რუს.-ქართ., 1992); „აგროეკონომიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონი“ (ქართ., რუს., ინგლ., გერმ., 2004); „ეკოლოგიურ-ეკონომიკური ტერმინოლოგია“ (ქართ.-რუს., რუს.-ქართ., 2004). იყო არაერთი საერთაშ.-სამეც. ჟურნალის, კრებ. და წიგნის რედკოლეგიის წევრი. „დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიისთვის“ მოამზადა 100-ზე მეტი სტ. (სოფლის მეურნეობის ეკონ. სფეროში, ეკოლ., ბუნებათსარგებლობის მიმართულებით). მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. და ადგილობრივ კონფერენციაში; იყო სადისერტაციო ნაშრომების ოფიციალური ოპონენტი, წიგნების რედაქტორი, სამეცნ., სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების რეცენზენტი. მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა, როგორც, საქართვ. მეცნ. აკად. საგრანტო პროექტებს (1997-დან):„საქართველოს ნეშომპალა-კარბონატების ნიადაგების ეკოლოგიურ-ეკონომიკური ასპექტები“ (2000); „საქ. დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების აღდგენის ღონისძიებები და მათი ეკონომიკური ეფექტიანობა“ (2006); ,,აღმოსავლეთ საქართველოს გაუდაბნოებით დეგრადირებული მიწების რეკულტივაციის ეკონომიკურ-ეკოლოგიური მექანიზმი და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები“ (2007); ასევე სახელმწ. სამეცნ. საგრანტო პროექტებს:,,დაბალ კატეგორიებში გადაყვანილი დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების რეკულტივაციის ეკონომიკური-ეკოლოგიური მექანიზმი და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები“ (2008); ,,საქართველოს ეროზირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეკულტივაცია და მათი ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობა“ (2013). არის 115-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მათ შორის 6 მონოგრაფიის. მისი სამეცნ. შრომები ეხება საქართვ. ნიადაგური საფარის გენეზისს და აგროეკოლ. კვლევებს, მიწას და მასთან დაკავშირებულ სამართ. ასპექტებს და სოფლის მეურნეობის პრობლემების საკითხების შესწავლა-კვლევას ეკონ.-ეკოლ. ფაქტორების გათვალისწინებით და სხვ.. ჩ.თ. იყო „საქართველოს ნიადაგების“ რუკის (მასშტაბი 1:500 000, 1999) თანაავტორი, რისთვისაც მიენიჭა სახელმწ. პრემია. ნაყოფიერი სამეცნ. და პედ. მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია შრომის ვეტერანის ორდენით (1984), ღირსების ორდენით (2003) და ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მედლით (2015).
თხზ.:ჩხეიძე, თ. (1977). საქართველოს ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. თბ., გამომც. საბჭ. საქართველო; ჩხეიძე, თ. (თანაავტორი). (2015). მიწის რესურსი და მიწათსაარგებლობის აქტუალური საკითხები საქართველოში. თბ., შპს ,,ვექტორი 2009“, ISBN 9789941080524; ჩხეიძე, თ. (2017). ევროკავშირის მოთხოვნები და საქართველოს ფერმერული მეურნეობის გამოწვევები. მეცნიერება და ცხოვრება, №1, გვ.52-57. თბ., გამომც. მწიგნობარი, ISSN 19879377; ჩხეიძე, თ. (2015). ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და დაცვის საკითხისათვის. ეკონომისტი, №5, გვ. 40-44. თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის გამ–ბა. ISSN 19876890.