-
ავტორი
- კატეგორიები: ფოლკლორისტი
ჩხეიძე ეკა კიმის ასული (05.X.1966, თბილისი), ფოლკლორისტი, ფილოლოგიის დოქტორი (1994). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1989), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურა (1992). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ფოლკლორის განყ–ების მეცნიერ თანამშრომელი (1994-2024), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2024). ჩ.ე.-ს სამეცნ. ინტერესთა სფეროა ფოლკლორი, მითოლოგია, საველე კვლევა და თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობა. მას აქვს ფოლკლორულ ექსპედიციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ადგილ. ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სამი სამეცნ. საგრანტო პროექტის კოორდინატორი და მონაწილე (2006-2022). იგი არის ქართ. ფოლკლორის კრებ. რედკოლეგიის წევრი (2008) და შედარებითი ლიტერატურის საერთაშ. ასოციაციის წევრი (ICLA, 2022).
თხზ.:ჩხეიძე, ე. (თანაავტორი). (2010). ანტისაბჭოური სიტყვიერება: ზეპირი ისტორიები, გადმოცემები (1921–1991). თბ., ნეკერი; ჩხეიძე, ე. (თანაავტორი). (2019). 1836-1927 წლების რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა, ნაწილი I. თბ., მერიდიანი.