ჩხარტიშვილი ცაცა
ჩხარტიშვილი ცაცა

ჩხარტიშვილი ცაცა სევერიანის ასული (21.III.1952. ქ. ოზურგეთი - 11.X.2013). ისტორიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1983), ისტ. მეცნ. კანდ. (1990), ისტ. დოქტ. (2007). ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის თანამშრომელი (1984-2006), მეცნ. თანამშრომელი (2006-2013). მისი ავტორობით გამოიცა მონოგრაფია „ქართული კულტურა XIX ს-ის 80-იანი წლების რეაქციის პერიოდში“ (1990), საქართვ. თავდაცვის სამინისტროსა და ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ერთობრივი პროექტის შესაბამისად, „მეომრის ბიბლიოთეკის“ სერიით, მისი ავტორობით გამოიცა ნაშრომები: „დიდი მხედართმთავარი პეტრე ბაგრატიონი“ და „გენერალი გიორგი მაზნიაშვილი“ (2009).

თხზ. ჩხარტიშვილი, ც. (2013). დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე. წერილები კირიონ მეორისადმი. უნივერსალი. ISBN 9789941221712