ჩხარტიშვილი მარიამ  სანდროს ასული
ჩხარტიშვილი მარიამ სანდროს ასული

ჩხარტიშვილი მარიამ სანდროს ასული (30.VI.1955, თბილისი), ისტორიკოსი, თსუ-ის  პროფესორი (2006). დაამთავრა:  თსუ–ის ისტორიის ფაკ–ტი (1977); ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ასპირანტურა (1980); დოქტორანტურა (1990). იყო ისტორიის მეცნ. კანდ. (1982), ისტორიის მეცნ. დოქტორი (1996). მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ.  ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში  მეცნიერ–თანამშრომლად (1981), უფრ. მეცნიერ–თანამშრომლად (1985), წამყვან მეცნიერ–თანამშრომლად (1997), მთ. მეცნიერ–თანამშრომლად (2006). არის ივ. ჯავახიშვილის  სახ.  ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის  თენიური (უვადო) მთ. მეცნიერ–თანამშრომელი (2018), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საქართვ. ისტორიის მიმართულების  პროფესორი (2006), ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის შუა სს. საქართვ. ისტ. და წყაროთმცოდნეობის განყ-ბის გამგე (2006), თსუ–ის  ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საქართვ. ისტორიის მიმართულების ხელმძღვ. (2006–2012), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის  საქართვ. ისტ. ინ-ტის ხელმძღვ. (2012–2014), თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2006–2008), ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის  სამეცნ. საბჭოს წევრი (2006), თსუ-ის  ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2006–2018).  არის ERIH PLUS-ის აკად. ჟურნალების სამეცნ. ბაზაში ინდექსირებულ ჟურნ. „ქართული წყაროთმცოდნეობის“ მთ. თანარედაქტორი. ჩ. მ. სხვადასხვა დროს თსუ-ში  კითხულობდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის საავტორო კურსებს: „შესავალი ისტორიის მეცნიერებებში“; „ქართლის ცხოვრების“ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა“; „ქართული წყაროთმცოდნეობა“; „ქართველთა ნაციონალური კონსოლიდაცია მეცხრამეტე საუკუნეში და რუსული იმპერიალიზმი“; „ქართული იდენტობის ისტორია“; „ქართული აგიოგრაფია როგორც საისტორიო წყარო“; „ნაციისა და ნაციონალიზმის ფენომენები თანამედროვე დასავლურ დისკურსში“; „პროფესიული დახელოვნება ისტორიის მეცნიერებაში“ და სხვ. ჩ. მ-ს სამეცნ.  ინტერესების სფეროა საქართვ. ისტორია,  საქართვ. ისტ. წყაროთმცოდნეობა, ქართ. ისტორიოგრაფია. ჩ. მ-მა სამეცნ. კარიერა დაიწყო ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევებით, აღადგინა ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს ღვაწლისადმი მიძღვნილი ჰაგიოგრაფიული ციკლის ისტორია და დაადგინა მისი პროტოტექსტის წყაროთმცოდნეობითი ღირებულება. შედეგები ასახულია საკანდიდატო დისერტაციაში ,,ქართული ჰაგიოგრაფიული წყაროთმცოდნეობითი ანალიზი (IV-VII სს ისტორიის ამსახველი ძეგლები)“, სამეცნ. მონოგრაფიაში, სტატიებში,  მოხსენებათა  თეზისებში.  ჩ. მ-მა  გამოიკვლია  ქართ. ჰაგიოგრაფიის სხვა ნიმუშებიც: მეხუთე-მეშვიდე სს ისტ. ამსახველი  ძეგლები. ჩ. მ.  სამეცნ. კარიერის ყველა  ეტაპზე ინტესიურად იკვლევდა ქართ. ისტ. აზრის  ისტორიასაც. შედეგები წარმოდგენილია როგორც დისერტაციებში, სამეცნ. სტატიებში, მოხსენებათა თეზისებში, ისე საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო.  მეოცე ს-ის მიწურულიდან ჩ. მ-მა დაიწყო ქართ. იდენტობის ისტორიის კვლევა. ამ პერიოდიდან მისი ნაშრომების ქრონოლოგია წინამოდერნულ ეპოქასთან ერთად მოიცავს საქართვ. ისტორიის ახ. და უახლეს პერიოდებსაც. ბრიტანეთის მეცნ. აკად. მიწვევით დიდ პრიტანეთში ორგზის ვიზიტის შედეგად  ჩ. მ-მა  ინგლისურიდან  ქართულად  თარგმნა  ა.დ. სმითის  მონოგრაფია  ,,A. D. Smith.Nationalism. Theory, Ideology, History“ (2001, 2003), საქართვ. მეცნ. აკადემიასთან დააფუძნა ინსტიტუტთაშორისი ინტერდისციპლინური სამეცნ. სემინარი „ეთნიკურობა და ნაციონალიზმი“, შექმნა ახალ საუნივერსიტეტო კურსები და იდენტობრივი კვლევების სფეროში დაახელოვნა  არაერთი დოქტორანტი.  ჩ. მ-ს  მიერ ქართ. იდენტობის ისტორიის კვლევის სფეროში მოპოვებული შედეგები ასევე აისახა  რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულ  მონოგრაფიებში, მრავალრცხოვან  სტატიებსა და მოხსენებებში, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთის ცნობილ სამეცნ. ცენტრებში იქნა წარმოდგენილი.  ოცდამეერთე ს-ის ათიანი წლების მიწურულიდან სამეცნ. კარიერის ახალ ეტაპზე  ჩ. მ. დაუბრუნდა გვიანი ანტ. ეპოქის საქართვ. ისტორიის პრობლემატიკას. ამ მიმართულებით მისი ძიებები ასახულია სტატიებში, მოხსენებათა თეზისებში, მონოგრაფიაში. მეცნიერის კალამს ეკუთვნის  სამეცნ.-პოპულ. ნაშრომებიც, წყაროს პუბლიკაცია. ის არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის რედაქტორი, ნაციონალური და ინტერნაციონალური  სამეცნ. ფორუმების ორგანიზატორი. ისტ. დისციპლინის თეორიული საკითხებისადმი ჩ. მ-ის ინტერესი გამოვლინდა  მისი ავტორობით გამოსულ სახელმძღვანელოში, აგრეთვე დასავლეთის უნ-ტებში აპრობირებული  სახელმძღვანელოს (Peter Lambert, Phillip Schofield. Making History. An Introduction to the History and Practices of a Discipline) თარგმანში,  რ-ის ერთ-ერთი  მთარგმნელი, თარგმანის  საერთო რედ. და კომენტარების ავტორიც  თვითონ არის.

თხზ.: ჩხარტიშვილი, მ. (1987). ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები („ცხორებაი წმიდისა ნინოისი“).  თბ., მეცნიერება, ISBN: ჩ050300000018887 M607(06)87; ჩხარტიშვილი, მ.  (1994). „მარტვილობაი და მოთმინებაი წმიდისა ევსტათი მცხეთელისაი“. „ცხოვრებაი და მოქალაქობაი წმიდისა სერაპიონ ზარზმელისაი“ (წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა). თბ., მეცნიერება, ISBN:5520015678; ჩხარტიშვილი, მ. (2009). სახეები საქართველოს წარსულიდან. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941125812; ჩხარტიშვილი, მ. (2009). ქართული ეთნიე რელიგიური მოქცევის ეპოქაში. თბ., უნივერსალი, ISBN:9789941124945; ჩხარტიშვილი, მ. (თანაავტორი). (2011). ქართველთა ნაციონალური კონსოლიდაციის პროცესის ასახვა ბეჭდურ მედიაში. ივერია და მისი მკითხველი საქართველო. თბ., უნივერსალი, ISBN:9789941174698; ჩხარტიშვილი,  მ. (2018). საქართველო III-V საუკუნეებში. ხოსროვანთა  სამეფო სახლის ისტორია. თბ., ნეკერი,ISBN:978 9941457968.